• Ƀ/$

2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტით თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 92 მლნ-ით იზრდება

7 ნოემბერი 17:22 | ფინანსები

პარლამენტს განსახილველად 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი გადაეგზავნა, მასში თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით რამდენიმე ცვლილებაა შესული. 

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ით განისაზღვრა. მშპ-ს დეფლატორი 3.5%-ით, ინფლაცია 3%-ით, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი 2.6%-ით. ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მილიარდი ლარით განისაზღვრა.


შემოსულობების მაჩვენებელი პირველ ვარიანტთან შედარებით 357 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის გადასახადები 80 მლნ-ით, გრანტები 102 მლნ-ით, ხოლო კრედიტი 145 მლნ-ით.


გადასხდელები 268 მლნ-ით იზრდება 70 მილიონი სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარამდე გაზრდას მოხმარდება, 92 მილიონი თავდაცვის სამინისტროს აღჭურვილობაზე გადამისამართდება, სამინისტროს ბიოუჯეტი 897 მლნ-მდე იზრდება მეწარმეობის განვითარებაზე 10-ის ნაცვლად 20 მილიონი დაიხარჯება, გაზიფიცირებაზე 30-ის ნაცვლად 40 მილიონი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე კი დაგეგმილზე 34 მლნ-ით მეტი დაიხარჯება.


მიმდინარე ხარჯები არსებული მშპ-ს 23%-დან მშპ-ს 22.8%-მდე მცირდება. რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს ის მშპ-ს 8%-ით 3.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა.


საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 9.645 მლრდ ლარით განისაზღვრა მშპ-ს 21.4%.  მათ შორის



  •     საშემოსავლო 3.166 მლრდ

  •     მოგების 781 მლნ

  •     დღგ 4.036 მლრდ (დამატებით 936 მლნ  პირდაპირ რეგიონებზე გადანაწილდება )

  •     აქციზი 1.462 მლრდ

  •     იმპორტის გადასახადი 83 მლნ

  •     სხვა გადასახადები 117 მლნ


ბიუჯეტის პროექტის თანახმად ვალდებულებები 2.305 მლრდ ლარით იზრდება, მაგრამ რადგან ზრდასთან ერთად 930 მლნ-ს სესხიც იფარება წმინდა ზრდა 1.375 მლნ-ს შეადგენს.


რეგლამენტის თანახმად პარლამენტმა ბიუჯეტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.


სხვა სიახლეები