• Ƀ/$

საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის დაწყება

7 ნოემბერი 17:51 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოში სავალდებულო დაგროვებითი  საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან  ამოქმედდება.

ხუთშაბათს 8 ნოემბერს, საფრანგეთის განვითარების სააგენტო და “ექსპერტიზ ფრანსი“ იწყებენ საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტს. ამ ღონისძიებას დაესწრებიან ეკონომიკისა ფინანსთა სამინისტროები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე. საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ქ-ნი მარისოლ ტურენი ასევე მონაწილეობს კონფერენციაში, საფრანგეთში საპენსიო რეფორმების გამოცდილების გასაზიარებლად.


2019 წლის 1 იანვრიდან შემოვა სავალდებულო საპენსიო სისტემა დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთათვის მდგრადი პენსიის უზრუნველსაყოფად. სისტემა თანაბრად დაფინანსდება დამსაქმებლის, დასაქმებულის (თვითდასაქმებული მიიჩნევა როგორც დასაქმებული და დამსაქმებელი) და სახელმწიფოს მიერ. ზაფხულში კანონის მიღებამდე, მხოლოდ ასაკობრივი მინიმუმის სვეტი იყო უზრუნველჰყოფილი საპენსიო ასაკის პირებისათვის.  ეს სვეტიც შენარჩუნდება და მოხდება მისი გადაფასება. 


საფრანგეთს განვითარების სააგენტო (AFD) უერთდება ამ რეფორმას ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით 500 000 ევროს ოდენობით. ორი წლის განმავლობაში პროექტი განხორციელდება “ექსპერტიზ ფრანსის“ მიერ.


ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საპენსიო სააგენტოს გაუწევს დახმარებას სხვადასხვა საკითხებში, კერძოდ:


-       სააგენტოს საორგანიზაციო საკითხები (სააგენტოს პერსონალის აყვანა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემის შემუშავება, იურიდიული და ინსტიტუციონალური დახმარება); ასევე


-       პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა საინფორმაციო სისტემების, რისკების მართვის, საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებში.


 


საფრანგეთს განვითარების სააგენტო აერთიანებს ფრანგულ (ხანდაზმულობის დაზღვევის ეროვნული სალარო, თვითდასაქმებულთა სოციალური დაცვის ეროვნული სალარო, საპენსიო სარეზერვო ფონდი) და ევროპულ (ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა ევროპული სააგენტოების ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი, ლიტვის სოციალური დაცვის ეროვნული სალაროს ექსპერტი) საჯარო გამოცდილებას პენსიის და სოციალური დაცვის საკითხებში.


8 ნოემბერს დაგეგმილ კონფერენციაზე  შესაძლებელი იქნება საფრანგეთისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება საპენსიო პოლიტიკის სფეროში, საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართული სხვადასხვა მხარის მონაწილეობით. „ექსპერტიზ ფრანსის“ მიერ წარმოდგენილი იქნება ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი, ისევე როგორც სხვადასხვა ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან.


საფრანგეთს განვითარების სააგენტო, საჯარო და სოლიდარული ფინანსური ინსტიტუცია, საფრანგეთის განვითარების პოლიტიკის ცენტრალური ფიგურაა. იგი ერთვება პროექტებში, რომლებიც კონკრეტულად აუმჯობესებენ მოსახლეობების ყოველდღიურობას განვითარებად და ზღვისიქითა ქვეყნებში. სააგენტო მოღვაწეობს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგია, ჯანდაცვა, ბიომრავალფეროვნება, წყალი, ციფრული ტექნოლოგიები, განათლება - საფრანგეთს განვითარების სააგენტო ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, სამართლიანი და მდგრადი საერთო მსოფლიოს ჩამოყალიბებას. მისი საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან (მგმ). წარმოდგენილი 109 ქვეყანაში 85 სააგენტოს სახით, საფრანგეთს განვითარების სააგენტო ახორცილებს 3600 განვითარების პროექტს. 2017 წელს, მან გამოყო 10,4 მილიარდი ევრო ამ პროექტების დასაფინანსებლად. http://www.afd.fr


საფრანგეთს განვითარების სააგენტო საქართველოში წარმოდგენილია 2016 წლიდან და მხარს უჭერს მთავრობის პრიორიტეტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ენერგიის, სოფლის მეურნეობის და ურბანული განვითარების სფეროებში, სადაც მისი ჩართულობის მოცულობა 125 მილიონ ევროს შეადგენს.


სააგენტო ახორციელებს საინჟინრო და შესაძლებლობების გაზრდის მისიებს, მობილიზებას უკეთებს ტექნიკურ ექსპერტიზას და ასრულებს პროექტების შემაკავშირებლის როლს, იყენებს რა საჯარო და კერძო გამოცდილებასა და ცოდნას. საქმიანობის 148 მილიონ ევროიანი მოცულობით, 500 პროექტით 100 ქვეყანაში, ჩატარებული ექსპერტიზის 63000 დღით “ექსპერტიზ ფრანსი“ ახორციელებს მის საქმიანობას სოლიდარობის პოლიტიკის და ფრანგული ეკონომიკური დიპლომატიის ჩარჩოებში.


სხვა სიახლეები