• Ƀ/$

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურა განახლდა

8 ნოემბერი 10:32 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ბაღის ტერიტორიაზე დასრულდა თანამედროვე გარე განათებისა და ოპტიკურბოჭკოვანი ქსელის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარე წელს, ფონდ ქართუს მხარდაჭერით მოეწყო ორი ახალი ავტოსადგომი და მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ვიზიტორთა ცენტრში გათვალისწინებული იქნება მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, ელექტომობილებისთვის განკუთვნილი სივრცე, სალარო და სხვა.


ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მიმდინარე წელს 63%-ითაა გაზრდილი ბაღის შემოსავალი. აღნიშნული პროექტები ახალი სერვისების შექმნასა და ვიზიტორების კმაყოფილებას მოემსახურება.  


მსგავს თემაზე:

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდება


ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება



სხვა სიახლეები