• Ƀ/$

ამერიკული არჩევნების შედეგებს ბირჟებმა ზრდით უპასუხეს

8 ნოემბერი 13:11 | ფინანსები

რამდენიმეკვირიანი ვარდნის შემდეგ ამერიკული ბირჟები ისევ პლუსში გავიდა, თუმცა 1 თვის წინანდელ მაჩვენებლებს ჯერ კიდევ ჩამოუვარდება. 

Dow Jones-ის სამრეწველო პროდუქციის ინდექსი 2.13%-იანი ზრდის შემდეგ 26 000-იან ნიშნულს კიდევ ერთხელ გადასცდა და 26 180-ს მიაღწია, რაც 10 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა თითქმის 3 ოქტომბრის პიკურ მაჩვენებელს თითქმის 3%-ით ჩამორჩება.


S&P 500-ის ინდექსი 2.12%-ით 2813-მდე გაიზარდა, რომელიც, ასევე, ნაკლებია 2 ოქტომბრის მაჩვენებელზე.


რაც შეეხება NASDAQ-ს, ის ყველაზე მეტად 2.64%-ით 7570-მდე გაიზარდა, მაგრამ ამავე დროს ის ყველაზე შორსაა თავისავე პიკურ მაჩვენებელთან. 31 აგვისტოს NASDAQ-ის ინდექსი 6.7%-ით მეტს, 8109-ს აღწევდა. უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასების ცვლილება ყველაზე მეტ გავლენას სწორედ ნაზდაკზე ახდენს.


შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა დაკარგეს, თუმცა შეინარჩუნეს სენატში, რაც ტრამპის რეფორმების გაგრძელების საშუალებას იძლევა. ეკონომიკური ზრდის დაჩქარება მეტწილად მის ეკონომიკურ რეფორმებს, კერძოდ, გადასახადების შემცირებას უკავშირდება.


მსგავს თემაზე:

გადასახადების შემცირების შედეგი - აშშ-ში უმუშევრობა 49 წლიან მინიმუმზეა


აშშ-ში ხელფასების ზრდის ტემპმა 9-წლიან მაქსიმუმს მიაღწია



სხვა სიახლეები