• Ƀ/$

ლარმა გამყარება დაიწყო

8 ნოემბერი 14:29 | ფინანსები

რამდენიმედღიანი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ 8 ნოემბერს ლარმა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე გამყარება დაიწყო. თბილისის დროით 14:00 სთ-ზე 2.7430-ზე ივაჭრება, რაც ოფიციალურ კურსზე 2.26 თეთრით ნაკლებია. 

მიმდინარე კვირას 3 დღეში ლარი დოლართან მიმართებაში 4.05 თეთრით 2.7251-დან 2.7656-მდე გაუფასურდა. ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია, სამაგიეროდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, გაუფასურებაში ფუნდამენტური ფაქტორები გამორიცხა და ის მეტწილად არჩევნებს დაუკავშირა.



სხვა სიახლეები