• Ƀ/$

საბერძნეთმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასულიერო პირების ხელფასები გამიჯნა

8 ნოემბერი 16:37 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საბერძნეთის საერო და სასულიერო ოფიციალურმა პირება გადაწყვიტეს, რომ 10 000 სამღვდელო და მათი დამხმარე პირები ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვეღარ მიიღებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.


ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ალექსის ციპრასი და საბერძნეთის არქიეპისკოპოსი იერონიმე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად 200 მლნ ევროს სუბსიდიას გამოჰყოფს და თანხას ეკლესია სამღვდელოების ხელფასისასთვის გამოიყენებს.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, ბერძნული ეკლესია ყველაზე მდიდარია და მის კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონება 1952 წლის შემდეგ დავის საკითხია.


სხვა სიახლეები