• Ƀ/$

გაზიფიცირების პროგრამით მომდევნო 3 წელიწადში 200 მლნ ლარი დაიხარჯება

8 ნოემბერი 18:15 | ეკონომიკა

სენაკის ხუთ სოფელში - შუა ნოსირში, ნოსირში, ახალსოფელში, საგვარამიოსა და თეკლათში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა - აშენდა 79 044 გრძივი მეტრი ინფრასტრუქტურა და 1345 აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.   

ამასთან დაკავშირებით სენაკში საქართველოს ეკონომიკის და მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა იმყოფებოდა, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და სენაკის რაიონის მაჟორიტარ  დეპუტატთან ერთად დაათვალიერა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები. ნათია თურნავა სოფელ თეკლათში მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.


ნათია თურნავას ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირება. ამაში კერძო კომპანიებთან და „სოკართან“ ერთად ჩართულია სახელმწიფო - მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო 3 წელიწადში 160 მლნ ლარამდე გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში მასობრივი გაზიფიცირება მომხდარიყო. „დღეის მაჩვენებლებით ქვეყანაში მომხმარებლების 86%-ს გაზი მიეწოდება, ეს არის 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, 400 000-მდე აბონენტი. სამომავლოდ ჩვენს გეგმებს რაც შეეხება - უახლოეს 3 წელიწადში 200 მლნ ლარი კიდევ დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში გაზიფიცირების პროცესი დასრულდეს და ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად, უდიდეს ნაწილს მიეწოდებოდეს ბუნებრივი აირი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


თეკლათში გამართული შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გაზსადენის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა სოფელ მეორე ნოსირში, რომლის დასრულების შემდეგაც 256 კომლი მიიღებს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას. გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირი ასევე უნდა მიიღოს სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთმა სოფელმა, ესენია: გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა რაც ჯამში 1580 პოტენციური აბონენტია.


მსგავს თემაზე:

ბოლნისსა და დმანისში 7 სოფელი გაზიფიცირდა


SOCAR გაზის საქართველოში ექსპორტს თითქმის მესამედით გაზრდის


მაღალმთიანი რეგიონები გაზით მომარაგდება



სხვა სიახლეები