• Ƀ/$

ჩრდილოეთ ამერიკის ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას 30 ნოემბერს მოაწერენ ხელს

9 ნოემბერი 14:22, 2018 წელი | ეკონომიკა

აშშ, კანადა და მექსიკა თავისუფალი ვაჭრობის ახალ პირობებზე შეთანხმდა. მან 24 წლის წინ ხელმოწერილი NAFTA-ს ხელშეკრულება უნდა ჩაანაცვლოს.

სამ ქვეყანას შორის ხელშეკრულების ტექსტს ხელი 30 ნოემბერს ბუენოს-აირესში G20-ის სამიტის დაწყებისას მოეწერება ხელი.


მექსიკა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო. საზღვარზე კედლის აშენების მოლოდინითა და მიგრანტთა ნაკადის შეზღუდვის გამო ამ ქვეყანაში ანტიამერიკული განწყობები გაზრდილია, მაგრამ #1 სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭება ოფიციალურ მეხიკოს არ სურს. 2017 წელს მექსიკამ შტატებში $314 მლრდ-ს ექსპორტი და $71 მლრდ-ით ნაკლები იმპორტი განახორციელა.


მექსიკის მსგავსად აშშ-ისთან კანადასაც დადებითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია ექსპორტი $300 მლრდ, იმპორტი კი $283 მლრდ. ტრამპს ამ უპირატესობების მოშლა, ან როგორც მინიმუმ შემცირება სურს.


იმის მიუხედავად რომ აშშ პლანეტის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა მისი სავაჭრო დეფიციტი $800 მლრდ-ს აღწევს რის მიხედვითაც ასევე პირველ ადგილს იკავებს. კანადისა და მექსიკის გარდა შეერთებულ შტატებს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია ჩინეთთან, ინდოეთთან, კორეასთან, იაპონიასთა, რუსეთთან და მთელს ევროკავშირთან. გადასახადების დაწევით, რამაც ადგილობრივი პროდუქციის გაიაფება უნდა გამოიწვიოსდა იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფის გაზრდით ტრამპი დისბალანსის შემცირებას ცდილობს.


მსგავს თემაზე:

მექსიკაში სამსახურში 65%-ით მეტ დროს ატარებენ ვიდრე ნორვეგიაში


კანადის სენატმა მარიხუანის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა


აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ახალი ტალღა


აშშ-სა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა


აშშ-ში ხელფასების ზრდის ტემპმა 9-წლიან მაქსიმუმს მიაღწია



სხვა სიახლეები