• Ƀ/$

ბრაზილიის ახალ პრეზიტენტს ტრამპთან და პინოჩეტთან აიგივებენ

11 ნოემბერი 12:00, 2018 წელი | ანალიტიკა

ჩრდილო, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა ჯამში 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს, თუმცა მათგან მხოლოდ ორია მდიდარი აშშ და კანადა. დანარჩენი ან საშუალოშემოსავლიანია ან ღარიბი. მათ შორია ბრაზილიას გამორჩეული ადგილი უკავია. 

ბრაზილია როგორც ფართობით 8.5 მილიონი კვადრატული კილომეტრი, ასევე მოსახლეობით 210 მილიონი ადამიანი, მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს.  იმავეს თქმა არ შეიძლება ეკონომიკის მოცულობაზე. კრიმინალის მაღალი და განათლების დაბალი დონე, კორუფცია... ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. ბოლო პერიოდში ეკონომიკური კრიზისი 2014 წლის მუნდიალმა და 2016 რიოს ზაფხულის ოლიმპიურმა თამაშებმა გაამწვავა. შემოსავალი ორივე შემთხვევაში ხარჯებზე ნაკლები აღმოჩნდა. ამ ყველაფერს თან პოლიტიკური კრიზისი და პრეზიდენტ დილმა რუსეფის იმპიჩმენტიც დაერთო. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელშიც ტრამპის თანამოაზრე, ულტრამემარჯვენე ჟაირ ბოლსონარომ გაიმარჯვა, რამაც გარკვეული ცვლილებების იმედი გააჩინა.


ახალი პრეზიდენტი მედიაში პინოჩეტსაც შეადარეს, რაც ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური შეფასება არ არის. მისი სახელი ჩილეშიც და მთელს მსოფლიოშიც დღემდე საკამათოა. ერთის მხრივ პინოჩეტს 3000-მდე ადამიანის სიკვდილში ედება ბრალი, მაგრამ მეორეს მხრივ მისი მეთაურობით ჩილე 1 სულ მსოსახლეზე ყველაზე მდიდარ სახელმწიფოს იქცა მთელს ლათინურ ამერიკაში თუ არ ჩავთვლით 300 000-იან ბარბადოსს ჯუჯა  სენტ კისტი და ნევისს რომლის ფართობი თბლისის ფართობის ნახევარია, მოსახლეობა კი ზუგდიდის მაცხოვრებლებზე ნაკლები. ეკონომიკური ზრდის შედეგად რამდენი ადამიანი გადაურჩა შიმშილით/არასრულფასოვანი კვებით, ან დაგვიანებული მკურნალობით სიკვდილს ამის სტატისტიკა არ უწარმოებიათ. დღეს ჩილეში 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი PPP დათვლებით 24 600 დოლარს აღწევს, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი ნიკარაგუაში მხოლოდ 5800 დოლარია, ვენესუელაში, რომელიც ნავთობის დამტკიცებული მარაგებით პირველია მსოფლიოში $11000. მუდმივ ფასებში დათვლილი შემოსავალი ჩილეში 1973-2017 წლებში 3.33-ჯერ ანუ 230%-ით $4500-დან $15060-მდე გაიზარდა, მაშინ როცა იმავე პერიოდში ნიკარაგუაში 10%-იანი კლება აღინიშნა და შემოსავალი $2200-დან $2000-მდე შემცირდა.  რაც შეეხება ვენესუელას 1973-2014 წლებში შემოსავლები 6%-ით შემცირდა, 2014 წლის შემდეგ მსოფლიო ბანკის სტატისტიკა წყდება, CIA-ს მონაცემებით 2015-2017 წლებში ეკონომიკა ბევრად უფრო მეტად 33%-ით შემცირდა რაც საერთო ჯამში 37%-იან კლებას აღნიშნავს. სხვადასხვა დროს სამივე ქვეყანამ არჩევანი სოციალიზმზე გააკეთა და მათგან მალევე სისტემა მხოლოდ ერთმა ჩილემ უარყო.



ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი რეპრესიების გატარებას არ გეგმავს ეკონომიკურ რეფორმებს კი ნამდვილად აპირებს. ბოლსონარო პინოჩეტთან ერთად ტრამპსაც ადარებენ. ტრამპის მსგავსად მასაც ადანაშაულებენ რასიზმში, ჰომოფობიაში, ქსენოფობიასა და ქალთმოძულეობაში, თუმცა მის რუსეთთან სავარაუდო კავშირებზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა. შედეგების გამოცხადების შემდეგ ტრამპსა და ბოლსონაროს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეები სავაჭრო და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე შეთანხმდნენ.


200 მილიონიან ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარება საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ თუ 1.35 მლრდ-იანი ინდეოეთი ახერხებს 6-7 პროცენტიან ზრდაზე გასვლას ეს ბრაზილიამაც უნდა შეძლოს, მიუხედავად იმისა რომ გასული წელი მხოლოდ 1%-იანი ზრდით დაასრულა.


მსგავს თემაზე:

სიღატაკე და დიქტატურა ლათინურ ამერიკაში


აშშ ნიკარაგუას მმართველობის ფორმით სირიასა და ვენესუელას ადარებს


ინფლაციის განაკვეთმა ვენესუელაში 488 000%-ს გადააჭარბა


აშშ-ში ხელფასების ზრდის ტემპმა 9-წლიან მაქსიმუმს მიაღწია


ჩრდილოეთ ამერიკის ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას 30 ნოემბერს მოაწერენ ხელს



სხვა სიახლეები