• Ƀ/$

დასაკეცი სმარტფონი რეალობა გახდა

11 ნოემბერი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

SAMSUNG–მა დასაკეცი სმარტფონი წარადგინა. ამ წინადადების თქმა უკვე წარსულ დროშია შესაძლებელი. ინოვაციური მოწყობილობის პირველი არაოფიციალური ვიდეო Youtube-ზე ჯერ კიდევ 4 წლის წინ გამოჩნდა.

სმარტფონი 7 ნოემბერს დეველოპერებს სან-ფრანცისკოში წარუდგინეს. მას ჯერჯერობით არც Galaxy X ჰქვია და არც Galaxy F. ის ამ დრომდე უსახელოდ რჩება. უცნობია ასევე მისი გაყიდვაში ჩაშვების კონკრეტული თარიღი, სავარაუდოდ ეს 2019 წლის პირველი კვარტალი უნდა იყოს. უცნობია მისი ფასი, ასევე ვარაუდის დონეზე მას 1500-2000 დოლარის ოდენობით განსაზღვრავენ. დაზუსტებული არც ეკრენის გარჩევადობა, ოპერატიული მეხსიერება, პროცესორის სიხშირე, ელემენტის ტევადობა და სხვა ტექნიკური მახასიათებლებია. ერთადერთი რაც ცნობილია ისაა, რომ სმარტფონის ეკრანის დიაგონალი გაშლილ მდგომარეობაში 7.3 ინჩი - 18.5 სმ იქნება.


SAMSUNG სმარტფონების ყველაზე დიდი მწარმოებელია და მას ბაზრის წილის 21% უჭირავს. თუმცა ჯამური კაპიტალიზაციით უშუალო კონკურენტს Apple-ის 3.5-ჯერ ჩამორჩება და $280 მლრდ-ს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MicroLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


SAMSUNG-ის ოფისები განახლებად ენერგიაზე გადადის


ბალტიის ქვეყნებში Samsung-ის პროდუქცია კრიპტოვალუტაზე გაიყიდება


SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის


8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა


SAMSUNG Galaxy A9 - პირველი 4 კამერიანი სმარტფონი



სხვა სიახლეები