• Ƀ/$

ფინეთი რუსეთს ნატოს წვრთნების დროს GPS თავდასხმაში ადანაშაულებს

12 ნოემბერი 12:58, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ჩრდილოეთ ევროპაში, ნატოს სწავლების დროს, ფინეთის სანავიგაციო სისტემაში მომხდარ შეფერხებას ფინეთი რუსეთის მიერ გამიზნულ ქმედებად აფასებს. განცხადება ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა იუხა სიპილმა განაცხადა. 

6 ნოემბერს ფინეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურმა ქვეყნის ჩრდილოეთით GPS ნავიგაციაში შეფერხების წარმოქმნის შესახებ განაცხადა.


მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ნატოს წევრი ქვეყანა არ არის, ის ნატოს სწავლება Trident Juncture-ში მონაწილეობდა. სწავლებაში 31 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.


ბოლო დროს ფინეთი ნატოსთან მჭიდრო კონტაქტებს ამყარებს, თუმცა ბლოკში შესვლისგან თავს იკავებს.


ე.წ. ზამთრის ომს 1939-1940 წლებში 25 000 ფინელის სიცოცხლე შეეწირა. ქვეყანამ ტერიტორიის 10% დაკარგა, თუმცა ძალთა კოლოსალური დისბალანსის მიუხედავად, მოახერხა დამოუკიდებლობის შენარჩუნება. საბჭოთა ცოცხალი ძალა მოწინააღმდეგისას 4-ჯერ აღემატებოდა, თვითმფრინავების რაოდენობა - 30-ჯერ, ტანკების - 100-ჯერ. ამ ყველაფრის ფონზე ყოველ 1 გარდაცვლილ ფინელ ჯარისკაცზე 6 დარუპული საბჭოთა ჯარისკაცი მოდიოდა და მსხვერპლმა საბოლოო ჯამში მოსკოვის მხრიდან 150 000-ს მიაღწია. 


მსგავს თემაზე:

პოლონეთი ამერიკულ გაზზე გადადის


ნატოს წვრთნებისა და რუსეთის სარაკეტო გამოცდების ფონზე ახალ ცივ ომზე საუბრები აქტუალური ხდება


ფინელებს „ზედმეტ გადასახადებს“ დაუბრუნებენ



სხვა სიახლეები