• Ƀ/$

თურქმენეთი ევროპასთან გაზის შესაძლო მიწოდების საკითხებს განიხილავს

13 ნოემბერი 13:03, 2018 წელი | ეკონომიკა

თურქმენეთი ევროპის ბაზარზე საკუთარი ბუნებრივი გაზის გატანის შესაძლებლობებს ევროკომისიასთან განიხილავს.

ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იაგშიგნელდი კაკაევმა აბუ-დაბიში ამ დღეებში მიმდინარე კონფერენციაზე ADIPEC (Abu Dhabi International petroleum exhibition and conference) განაცხადა.


„ჩვენ ევროპის მიმართულებით საექსპორტო მარშრუტს განვიხილავთ. ამ მიზნით აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროკომისიასთან და სხვა სატრანზიტო ქვეყნებთან“, – ნათქვამია თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც დარგის ტოპმენეჯერის ციტატაა მოყვანილი.


თურქმენული გაზის ევროპისთვის მიწოდების საკითხის გააქტიურებაზე მეტყველებს ოქტომბერში ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებები, რომლებშიც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩი და თურქმენეთის ენერგეტიკული სექტორის ტოპმენეჯერები მონაწილეობდნენ.


ცნობილია ის ფაქტიც, რომ „თურქმენგაზი“ პარალელურად მოლაპარაკებებს რუსულ „გაზპრომთანაც“ აწარმოებს, რომლის მიზანია რუსეთისთვის გაზის მიწოდების განახლება. თურქმენული გაზი რუსეთს 2016 წლიდან აღარ მიეწოდება.


ევროპისთვის თურქმენული გაზის მიწოდების ოპტიმალური მარშრუტია კასპიის ზღვის ფსკერზე, აზერბაიჯანის სანაპირომდე, 300 კმ სიგრძის მილსადენი, რომლის მშენებლობის საკითხი ასევე აქტიურად განიხილება. შემდეგ ნედლეული საქართველოსა და თურქეთის გავლით შესაძლოა ევროპის ქვეყნებში გადაიტუმბოს.


მსგავს თემაზე:

თურქმენული გაზი „დინების საწინააღმდეგოდ“ წავა


თურქმენული გაზის საქართველოზე ტრანზიტის შანსი გაჩნდა


თურქეთმა და თურქმენეთმა ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი განიხილეს



სხვა სიახლეები