• Ƀ/$

Air France პარიზი-თბილისის მიმართულებით იფრენს

13 ნოემბერი 14:15, 2018 წელი | ეკონომიკა

პარიზიდან თბილისის მიმართულებით საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air France იწყებს ფრენებს. პირველი რეისი 2019 წლის აპრილში შესრულდება.

მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანიასა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ შორის უკვე ბოლო ეტაპზეა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ოპერირების დეტალები გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.


დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.


მსგავს თემაზე:

სინგაპურის აეროპორტის ახალი ფუტურისტული ტერმინალი 2019 წელს გაიხსნება


სტამბოლში 200 მილიონ მგზავრზე გათვლილი აეროპორტი გაიხსნა


10 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 4.354 მლნ-ს მიაღწია


ზამთრის სეზონზე საქართველოს აეროპორტებიდან კვირაში 415 ავიარეისი შესრულდება


საქართველოში უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „SkyUp“ იწყებს ოპერირებას



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი