• Ƀ/$

კრიპტობაზარი სტაგნაციაში გადავიდა

13 ნოემბერი 16:21, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარზე სტაგნაციის პერიოდი დადგა. ციფრული ვალუტების ფასები დღიურად 1-2 პროცენტის ფარგლებში იცვლება, რაც ტრადიციული ვალუტებისთვის საკმაოდ ბევრია, მაგრამ კრიპტოვალუტებისთვის თითქმის არაფერი. 

2017 წელი კრიპტოვალუტებისთვის შეიძლება ოქროს ხანადაც შეფასდეც. ამ პერიოდში ჯამური კაპიტალიზაცია 18-დან 830 მლრდ-მდე გაიზარდა. 2018 წელს სახელმწიფო და კერძო კომპანიების რეგულაციების შედეგად ბაზარი 4-ჯერ შემცირდა. სექტემბრიდან უკვე კლებაც შეწყდა და 2 თვეა კაპიტალიზაცია ძირითადად 200-215 მილიარდი დოლარის ფარგლებში მეტყეობს.


მათთვის ვინც ბიტკოინი, რიპლი, ლაითკოინი ან რომელიმე სხვა ციფრული ვალუტა გასული წლის დეკემბერსი შეიძინა დღეს წაგებაშია. ფასების სტაბილიზაცია ინტერესს უკარგავს ტრეიდერებსაც რომლებიც ფსონს მათ სწრაფ ცვლილებებზე დებდნენ. თუ ჯერ კიდევ იანვარში ყოველდღიურად 50 მილიარდის კრიპტოვალუტა ივაჭრებოდა დღეს ეს რიცხვი 10-12 მილიარდამდეა შემცირებული.



ფასების დასტაბილურება ყველასთვის ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ მხარედაც არ აღიქმება. ციფრულ ვალუტებს ბევრი სწორედ იმიტომ არ აღიარებდა ფულად რომ მისი მეშვეობით ღირებულების გაზომვა ძნელდებოდა. $100-ად შეფასებული ბინა 1 თვის შემდეგ ევროებში შეიძლება 97 ან 102 ათასი დოლარის ექვივალენტი ყოფილიყო, მაგრამ ბიტკოინებში ფასთა დიაპაზონი მნიშვნელოვნად 50-დან 150 ათასამდე ან უფრო მეტადაც იზრდებოდა.  


გასულ წელს ბიტკოინის შესახებ რადიკალურად განსხვავებული პროგნოზები კეთდებოდა. ეკონომისტთა ნაწილი მის 50-60 ათას დოლარამდე გაძვირებას მოელოდა, მეორე ნაწილი კი $100-მდე გაუფასურებას. მისი ღირებულება მართლაც შემცირდა, მაგრამ მხოლოდ 3-ჯერ $6400-მდე. გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ამჟამად კიდევ უფრო რთულია, თუმცა ახლო მომავალში ფასების რადიკალური ცვლილება ნაკლებადაა მოსალოდნელი.


სხვა სიახლეები