• Ƀ/$

ზოგიერთი შავი ხვრელის მასა მზის მასას რამდენიმე მილიარდჯერ აღემატება

17 ნოემბერი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მზე 333 000 დედამიწის მასის მქონე ვარსკვლავია. 4.5-5 მილიარდი წლის შემდეგ ზეგიგანტად ქცევის დროს ის მერკურს ვენერას და დედამიწას ჩაყლაპავს შემდეგ კი თეტრ ჯუჯად იქცევა. მასზე მასიური ვარსკვლავების ბედი კი ბევრად უფრო დრამატულია. 

10-30 მზის მასის მქონე ვარსკვლავების აღსასრული აბსოლუტურად განსხვავებულია. ისინი ნეიტრონულ ვარსკვლავებად გარდაიქმნებიან. ისინი მასის 90%-ს კარგავენ მაგრამ მზეზე მძიმეები მაინც რჩებიან, მიუხედავად ამისა მათი რადიუსი როგორც წესი 10-კმს არ აღემატება. ტემპერატურა მის შიგნით რამდენიმე მილიარდ გრადუსს აღწევს. გრავიტაციული ველის სიმძლავრე დედამიწისას 200 მილიარდჯერ აღემატება, მაგნიტური ველის კვადრილიონჯერ. ისინი დიდი სიჩქარით ბრუნავენ და საკუთარი ღერძის გარშემო წამში 700-მდე დღეღამეში კი 60 მილიონზე მეტ ბრუნს აკეთებენ.



თუ ვარსკვლავის ზომა კიდევ უფრო დიდია ვიდრე 30 მზის მასა, მისი ზეახლად აფეთქების შემდეგ შესაძლოა შავი ხვრელი წარმოიშვას. შავი ხვრელი თავისი ცნობილი და აუხსნელი თვისებების გამო თანაბრად პოპულარულია როგორც სამეცნიერო წრეებში ასევე სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურაშიც.


გრავიტაცია ობიექტის მასაზეა დამოკიდებული. ყოველი კოსმოსური ობიექტისთვის განკუთვნილია გარკვეული სიჩქარე რომელიც აუცილებელია მისი გრავიტაციის დასაძლევად და კოსმოსში გასამგზავრებლად. დედამიწისთვის აღნიშნული სიჩქარე 11.2 კმ/წმ-ს უდრის, (7.9 კმ/წმ თანამგზავრებისთვის, რომლებიც პლანეტის გარშემო ბრუნავენ) მთვარისათვის მხოლოდ 2.38 კმ/წმ, მარსისთვის 5.03 კმ/წმ, გიგანტური იუპიტერისთვის 59.5 კმ/წმ, მზის შემთხვევაში 617.7 კმ/წმ და ასე შემდეგ. შავი ხვრელი კი იმდენად მასიურია და შესაბამისად გრავიტაციაც იმდენად დიდია რომ მისგან თავის დასაღწევად საჭირო სიჩქარე 300 000 კმ/წმ-ს აღემატება. რისი მიღწევაც ფიზიკის არსებული კანონებით თეორიულადაც კი შეუძლებელია. შავ ხვრელს თავს სინათლეც კი ვერ აღწევს სწორედ ამიტომ ჰქვია მას შავი. ის ყველაფერს ისრუტავს და ანადგურებს. დედამიწის დიამეტრი შავ ხვრელში ჩაგდების შემთხვევაში 1 სმ-მდე შემცირდებოდა მასა კი იგივე დარჩებოდა 6*10^21 კილოგრამი. 


ირმის ნახტომში 100 მილიონზე მეტი შავი ხვრელია, რაც ვარსკვლავების რაოდენობასთან შეფარდებაში 0.1 პროცენტია, ან უფრო ნაკლებიც. შავი ხვრელის მასა, როგორც წესი მზის მასას რამდენიმე ათასჯერ აღემატება, მცირე ნაწილი რამდენიმე მილიონჯერაც თუმცა არსებობს რამდენიმე ზემასიური შავი ხვრელიც რომლის მასაც მზისას მილიარდჯერ ან უფრო მეტადაც აჭარბებს. რაც იმას ნიშნავს რომ მისმა მასამ დედამიწისას შესაძლოა კვადრილიონჯერ გადააჭარბოს. ირმის ნახტომში ყველაზე მასიური შავი ხვრელია ცენტრში მდებარე მშვილდოსანი A, რომელიც მზის მასას 4 მილიონჯერ (1.332 ტრილიონი დედამიწა) აღემატება. 66 მილიარდი მზის მასის (22 კვადრილიონი დედამიწის მასა)  მქონე TON 618 დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ შავ ხვრელად ითვლება.



ფანტასტი მწერლები შავ ხვრელს დროში მოგზაურობისა და პარალელურ სამყაროში გადასვლის შესაძლებლობად განიხილავენ, რაც ამ ეტაპისთვის თეორიულადაც კი არ დასტურდება.


უსაფუძვლოა შიში იმის შესახებ რომ ერთ დღეს დედამიწას შავი ხვრელი ჩაყლაპავს. შავი ხვრელი გრავიტაციულად ისევე მოქმედებს როგორც იმავე მასის მქონე სხვა ციური სხეულები. მზის ადგილას მზის მასის მქონე შავი ხვრელის არსებობის შემთხვევაშიც კი დედამიწა ორბიტაზე ბრუნვას გააგრძელებდა.


შავი ხვრელის "დანახვა" ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლებელია და მისი ნებისმიერი სურათი მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია.


მსგავს თემაზე:

ბნელი ენერგიის კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება


კოსმოსურმა სადგურმა ასტრონავტ სკოტ კელის გენეტიკა შეუცვალა


გრავიტაციულ ტალღებს 4 მილიონი მზის მასის მქონე შავ ხვრელზე დაკვირვებით შეისწავლიან


კოსმოსურმა ტელესკოპმა კეპლერმა ფუნქციონირება შეწყვიტა



სხვა სიახლეები