• Ƀ/$

ბიტკოინი 13-თვიან მინიმუმზეა

15 ნოემბერი 19:14, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

სტაგტნაციის შემდეგ 15 ნოემბერს ციფრული ვალუტები მკვეთრად გაუფასურდა. ჯამური კაპიტალიზაცია 24 საათში $30 მლრდ-ით $176 მლრდ-მდე შემცირდა შემცირდა რაც 14%-იან ვარდნას ნიშნავს. 

180 მილიარდ დოლარზე ნაკლები კაპიტალიზაცია კრიპტობაზარს ბოლოს გასული წლის ოქტომბერში ჰქონდა.


მიმდინარე წელს #1 კრიპტოვალუტის ბიტკოინის ღირებულება $6000-ს რამდენჯერმე ჩამოსცდა, თუმცა 2017 წლის 12 ოქტომბრის შემდეგ $5500-ს აღარ ჩამოსცდენია. მისი ამჟამინდელი კურსი კი $5480-ს შეადგენს. გარდა ამისა ბიტკოინის კაპიტალიზაცია, პირველად გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა $100 მლრდ-ს.


ეთერიუმი 12%-ით გაუფასურდა და ფასი $178-ს გაუტოლდა რაც უკვე 18 თვიანი მინიმუმია. რიპლი 9%-ით 45 ცენტამდე გაუფასურდა, მაგრამ ეს მისთვის ანტირეკორდი არ არის, სექტემბერში ბევრად ნაკლები 27ცენტი ღირდა. 2017 წლის აგვისტოს ფასს გაუთანაბრდა ლაითკოინიც რომელიც 12%-იანი გაუფასურების შემდეგ 42 დოლარი გახდა. 18 თვიან მინიმუმზეა დეშიც და ახლა $135 ღირს.



წლის დასაწყისში $100 მლრდ-ზე მეტი კაპიტალიზაცია 3 ციფრულ ვალუტას გააჩნდა: ბიტკოინს, ეთერიუმსა და რიპლს, ახლა 0-ს. 3-ჯერ, 14-მდე შემცირდა მილიარდიანი კრიპტოვალუტების რიცხვიც.


ასეთი მკვეთრი შემცირების მიუხედავად ზოგიერთი ეგზოტიკური ვალუტა რაკეტის სიჩქარით გაფრინდა. პაირექხკოინი 1 დღეში 5258%-ით გამყარდა. სამაგიეროდ ეთირა 99%-ით გაუფასურდა.


სხვა სიახლეები