• Ƀ/$

ტელეპორტაცია - მომავლის ტექნოლოგია თუ სამეცნიერო ფანტასტიკა?

18 ნოემბერი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ნადავლის მიღების, უკეთესი კლიმატური პირობებისა თუ უბრალო ინტერესის გამო ადამიანმა მოგზაურობა ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დაიწყო. მალევე გაჩნდა მოგზაურობისთვის განკუთვნილი დროის შემცირების იდეა. 

ბორბლის ისტორია დაახლოებით 6000 წელს ითვლის. მისი გამოგონებით შემცირდა გადაადგილებაზე გაწეული ძალისხმევა. გამარტივდა ტვირთების გადატანაც. თუმცა ხმელეთზე მოძრაობა ადამიანისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა, რამაც მას ნიჩბისა და აფრის გამოგონებისკენ უბიძგა. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები აფრიანი გემების მეშვეობით ხორციელდებოდა.


XIX საუკუნეში აფრებია ორთქლის ძრავმა ჩაანაცვლა. გაჩნდა რკინიგზა და უცხენო ეტლი - ავტომობილი, რასაც XX საუკუნეში თვითმფრინავიც დაემატა. თუ ჯერ კიდე ორი საუკუნის წინ ერთი კონტინენტიდან მეორემდე მისასვლელად რამდენიმე თვე იყო საჭირო ახლა ეს დრო რამდენიმე საათამდე შემცირდა. სამოქალაქო ავიაციაში ზებგერითი თვითმფრონავის დაბრუნებას ელიან, ლაპარაკია ჰიპერბგერით თვითმფრინავზეც ხანგძლივ 16-17 საათიან ფრენებს 3-4 საათამდე შეამცირებს. მაქსიმალურმა სიჩქარემ შესაძლოა საათში 10 000 კმ/სთ-საც კი გადააჭარბოს. თუმცა შესაძლებლობების ზღვარი არც ესაა.


ტელეგრაფის გამოგონებამდე ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე, პირდაპირ იყო მიბმული ტრანსპორტის სიჩქარეზე. გაზეთები და წერილები გადაჰქონდათ ეტლით მატარებლით ან სულაც ფეხით. ტელეგრაფის და შემდგომ ტელეფონის გამოგონებამ ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე სინათლის სიჩქარეს დაუახლოვა. XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, ინტერნეტის მასიური გავრცელების შედეგად პლანეტის მოსახლეობის ნახევრისათვის ინფორმაციის მყისიერად მიღება და გავრცელება შესაძლებელი გახადა. შეიძლება თუ არა ელექტრონული წერილის ან ვიდეოფაილის მსგავსად ნივთის ან სულაც ადამიანის გაგზავნა? თეორიულად კი.


ტელეპორტაცია ადამიანთა უმრავლესობისთვის ფანტასტიკის სფეროს საგანია, მაგრამ ასეთივე ფატასტიკის სფეროს წარმოადგენდა თავის დროზე უცხენო ეტლი და ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი. ასეთ მოსაზღებებს იზიარებდნენ ლორდი კელვინი და სხვა ცნობილი ფიზიკოსები, ისეთები რომელთა ნაწილი დღეს ნობელი პრემიის ლაურეანტი იქნებოდა. მაჩიო კაკუ, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი თავის წიგნში „ფიზიკა შეუძლებელი მოვლენების შესახებ“ წერს „ერთი „შეუძლებელი“ ტექნოლოგიის არსებობა დღეს უკვე თითქმის დამტკიცებულია: ტელეპორტაცია (ყოველშემთხვევაში ატომურ დონეზე მაინც).“


რა მოუვა ნივთს თუ მას ატომებად დავშლით, სინათლის სიჩქარით გავაგზავნით და შემდეგ თავიდან ავაწყობთ, არავინ იცის. ცოცხალი ორგანიზმის შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო რთულდება, კვლევები ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილაკების დონეზე მიმდინარეობს, მაგრამ თუკი ეს მოხერხდა ადაიმინის ცხოვრების წესი ძირფესვიანად შეიცვლება.


მგზავრობასა და ტრანსპორტირებაზე მსოფლიო მასშტაბით წლიურად ტრილიონ დოლარზე მეტი იხარჯება, ეს ხარჯი შესაძლოა არ განულდეს, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდება შეიძლება პარალელი ჩვეულებრივ და ელექტრონულ წერილთან გაკეთდეს. საცობები სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება, ყველა ტიპის ტრანსპორტი, მათ შორის ელექტრომობილი აზრს დაკარგავს. მარსამდე ფრენის დროს 5 წუთამდე შემცირდება... თუმცა გალაქტიკათაშორის ფრენებისთვის მაინც სივრცის გამრუდებაზე მუშაობა გახდება საჭირო.


ილუზია, რომ ადამიანი მარსამდე სამოგზაურო დროის 5 წუთამდე შემცირებას 5 ან 10 წელში შეძლებს არავის აქვს, მაგრამ ცოტა უფრო შორეული მომავლისთვის დღევანდელი ფანტაზიის ნაყოფი გაცილებით უფრო პერსპექტიულად მოჩანს.


მაშინ როცა მომავალის ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ ზოგჯერ წარსული დავიწყებას ეძლევა. პირველ მსოფლიო ომამდე ყოველი მესამე ავტომობილი ელექტრო ძრავით იყო აღჭურვილი, როცა ახლა ასეთი მხოლოდ ყოველი მესამასეა. საუკუნეზე მეტი ხნის წინ ნიკოლა ტესლა ელელქტროენერგიის უსადენო გადაცემაზე საკმაოდ წარმატებულ ცდებს ატარებდა. საკითხს მეცნიერება მხოლოდ ახლახანს დაუბრუნდა. შესაძლოა ამ მხრივ ტელეპორტაციაც კი კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდეს. ფაქტს სამეცნიერო წრეებში როგორც წესი არ ადასტურებენ, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით პირველი ტელეპორტაცია 1954 წელს აინშტაინმა განახორციელა და სამხედრო გემი კალიფორნიის სანაპიროდან იაპონიის ზღვაში გადაისროლა, რამაც ეკიპაჟის წევრებზე დამღუპველად იმოქმედა, მათი ნაწილი დაიღუპა, ხოლო ნაწილი ფსიქიკურად დაავადდა. აინშტაინმა კვლევები შეწყვიტა.


მსგავს თემაზე:

რა უშლის ხელს არამიწიერი ცივილიზაციის აღმოჩენას და როდის დამყარდება მათთან პირველი კონტაქტი


ზეადამიანი მეცნიერული ფანტასტიკა თუ ახლო მომავალი?


სიდნეიდან ლონდონამდე 5 საათში ჩასვლა ჰიპერბგერითი ბოინგით გახდება შესაძლებელი


ლონდონიდან ნიუ-იორკამდე წყალქვეშა გვირაბის გაყვანას ფინანსებისა და ტექნოლოგიების უქონლობა აფერხებს



სხვა სიახლეები