• Ƀ/$

ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა სავაჭრო დღე მნიშვნელოვანი შემცირებით დახურეს

20 ნოემბერი 10:12, 2018 წელი | ანალიტიკა

აშშ-ის ინდექსებმა ორშაბათს არსებითი ვარდნა განიცადა. Nasdaq-მა ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი კლება დააფიქსირა. Dow Jones Industrial Average-მა და Standard & Poor's 500-მა 1,5%-ზე მეტი დაკარგეს.

Dow Jones Industrial Average-ის ინდექსი ორშაბათის, 19 ნოემბრის ვაჭრობაზე 395,78 პუნქტით (1,56%) – 25017,44-მდე შემცირდა.


Standard & Poor's 500 45,54 პუნქტით (1,66%) შემცირდა და 2690,73 პუნქტზე დაფიქსირდა.


Nasdaq Composite ვაჭრობის შედეგად 219,4 პუნქტით (3,03%) დავარდა 7028,48–მდე.


საფონდო ბაზარი გუშინდელ ვაჭრობაზე ვარდნის მიმართულებით მაღალტექნოლოგიურმა და ინტერნეტთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაქაჩეს, წერს MarketWatch. ამასთან, მადლიერების დღის ზეიმის მოლოდინში, აქციების გაყიდვის მოცულობა არ იყო შთამბეჭდავი. მადლიერების დღე 22 ნოემბერს აღინიშნება, რის გამოც ხუთშაბათს ბირჟები დაიხურება.


ინვესტორების მთელი ყურადღება აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებზეა მიპყრობილი. ასევე, დიდ ყურადღებას იქცევს Brexit-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და იტალიის ბიუჯეტის პრობლემები.


სხვა სიახლეები