• Ƀ/$

მცხეთის გენგეგმის ავტორები კონკურსით გამოვლინდებიან

23 ნოემბერი 10:38, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის კონკურსი უკვე გამოაცხადა.  

ქალაქ მცხეთის მნიშვნელობა აღიარა UNESCO-მ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ), როდესაც  მცხეთის ისტორიული ძეგლები - ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანა.


მცხეთის ისტორიული ქალაქი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვის. ტურისტული ნაკადების ზრდა ახალ მოთხოვნებს, შესაძლებლობებს აჩენს, რაც ააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობებსა და მშენებლობებს. ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოსური, უსისტემო განვითარებისგან დასაცავად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო UNESCO-თან აქტიური თანამშრომლობით მუშაობს ისეთი მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავებაზე, რომელიც ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიული ღირებულებასა და მნიშვნელობას და მეორე მხრივ, არ შეაფერხებს მის ბუნებრივ განვითარებას.


სწორედ ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის) შემუშავებისთვის კონკურსი უკვე გამოაცხადა. კონკურსზე მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 21 დეკემბერს დასრულდება და დაიწყება შერჩევის პროცესი.


კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=2786


სხვა სიახლეები