• Ƀ/$

ბიტკოინის მორიგი ანტირეკორდი

23 ნოემბერი 17:13, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

პოპულარულმა კრიპტოვალუტამ ბიტკოინმა პარასკევს, 23 ნოემბერს მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. Bloomberg-ის მონაცემებით, მისი ფასი დღეს $4244-ია.

2017 წლის ნოემბრის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ყველა კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციას, მათი ჯამური ღირებულება ამ დროისთვის $138 მლრდ-მდეა შემცირებული.


კრიპტობაზრის ვარდნის მიზეზად მიმომხილველები ციფრული ვალუტების რეგულირების მცდელობას ასახელებენ. ბაზრის შემცირებით ყველაზე მეტად ფიზიკურმა პირებმა და კომპანიებმა იზარალეს, რომლებიც მაინინგისთვის აპარატურას ამზადებდნენ.


ანალიტიკოსების აზრით, მიუხედავად ასეთი ვარდნისა, ბიტკოინი კვლავ ზედაპირზე რჩება. „ბუშტი“ მას შემდეგ უნდა გასკდეს, რაც ბიტკოინის ფასი $3000-ს ჩამოსცდება. ასეთი ვარდნის შემთხვევაში ინვესტორები საკუთარი კაპიტალის გატანას დაიწყებენ, რასაც ბაზარზე პანიკა მოჰყვება.


სხვა სიახლეები