• Ƀ/$

ბიტკოინი რეკორდულ მინიმუმზეა

25 ნოემბერი 14:39, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი კვირას, 25 ნოემბერს რეკორდულად გაიაფდა და $4000–იან ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა.

სპეციალიზებული პორტალის Coindesk ინფორმაციით, 24:20 საათისთვის ერთი ბიტკოინის ფასი $3534–ს შეადგენდა. შესაბამისად, პოპულარულმა კრიპტოვალუტამ ერთ დღეში 17% დაკარგა.


უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში თითქმის 10%–ით გაიაფდა სხვა ციფრული ვალუტებიც.


2017 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ბიტკოინი პიკს აღწევდა და $20 ათასი ღირდა, კრიპტოვალუტა მუდმივ ვარდნას განიცდის. უკვე თებერვალში ერთი ბიტკოინი $6000–ზე ნაკლები ღირდა.


პოპულარული კრიპტოვალუტის ვარდნის მიზეზებს ანალიტიკოსები ჩინეთის განადწვეყილებაში ხედავენ, რომელმაც აკრძალა ბიტკოინის მაინინგი. მიზეზებს შორის სახელდება ბრიტანული და ამერიკული ბანკების უარი კრიპტოვალუტის საკრედიტო ბარათების მიღებაზე, ასევე ზოგიერთი ქვეყნის ძალისხმევა, კრიპტობაზარი დაარეგულიროს.


ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ბიტკოინში ინვესტირება საშიშია. მან კრიპტოვალუტას სპეკულაციური აქტივი უწოდა, რომლის შეძენას უზარმაზარი რისკები ახლავს თან.


მსგავს თემაზე:

ბიტკოინის მორიგი ანტირეკორდი



სხვა სიახლეები