• Ƀ/$

ბიტკოინმა კვირა გამყარებით დაიწყო

26 ნოემბერი 11:49, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

რეკორდული ვარდნის შემდეგ ორშაბათს კრიპტოვალუტების ფასები გაიზარდა. ჯამურმა კაპიტალიზაციამ 17 მილიარდით $131 მლრდ-მდე მოიმატა. 

შაბათ ღამეს ყველა პრაქტიკულად ყველა ციფრული ვალუტა წლის მინიმუმზე დავიდა. ბიტკოინის ფასი $3500-მდე დაეცა, ეთერიუმის $101-მდე, ლაითკონის $28-მდე, იოტას 27 ცენტამდე... ორშაბათის ფასები შესაბამისად $4080-მდე, $117-მდე და 29 ცენტამდე გაიზარდა. იმ ციფრული ვალუტების რაოდენობა, რომელთა კაპიტალიზაცია მილიარდ დოლარს აღემატება 9-ს შეადგენს, ერთი კვირის წინ ასეთი 14 იყო, ერთი დღის წინ 8, ხოლო წლის დასაწყისში 42.



იანვრიდან მოყოლებული მთელი კრიპტოკაპიტალიზაცია 6.3-ჯერ $830-დან $131 მლრდ-მდე შემცირდა, რაც ძირითადად რეგულაციებით აიხსნება. მაინერები და ტრეიდერები პრაქტიკულად მთელი წელი ზარალს ითვლიან.


სხვა სიახლეები