• Ƀ/$

რუსეთ-უკრაინის ახალი კონფრონტაციის შესაძლო გავლენები საქართველოზე

26 ნოემბერი 15:55, 2018 წელი | ანალიტიკა

უკრაინაში დაძაბულობა გრძელდება და თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით უცნობია. სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში უარყოფითი შედეგები საქართველოზეც პოვებს ასახვას.

საქართველოსა და უკრაინას საბჭოთა წარსულის გარდა აწმყოც აერთიანებს. ორივე ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ყირიმის შემთხვევაში რუსეთი უფრო შორს წავიდა და რეგიონის ანექსირება მოახდინა. აღმოსავლეთ უკრაინაში გამოუცხადებელ ომს, რომელსაც 6000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების შემცირებაც გამოიწვია, რის შედეგადაც ექსპორტი 70, ხოლო იმპორტი 30 პროცენტით შემცირდა. 2017-2018 წლებში ტენდენცია ისევ ზრდის მიმართულებით შეიცვალა.


 


2018 წლის პირველ 10 თვეში უკრაინაში ექსპორტირებული $135 მლნს პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს $47 მლნ-ით აღემატება. 


ექსპორტის მიხედვით უკრაინა მერვე ადგილს იკავებს და მისი წილი 4.9%-ს შეადგენს, რის შემცირებასაც მართალია არაკატასტროფული, მაგრამ გარკვეული გავლენა მაინც ექნება საქართველოს ეკონომიკაზე.


იმ შემთხვევაში თუ დაძაბულობა მასთაბურ საომარ ვითარებაში გადაიზარდა, მაშინ უარყოფითი გავლენები ბევრად უფრო მძიმე იქნება ვიდრე ექსპორტის შემცირება. საქართველო და უკრაინა ძირითადად ერთ კონტექსტში განიხილება, რის გამოც ექსპორტთან ერთად შესაძლოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც შემცირდეს.  


საბანკო–საფინანსო საკითხებში ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე საქართველოს ეკონომიკისთვის უფრო დიდ საფრთხედ რუსეთის მიმართ დაწესებულ მოსალოდნელ სანქციებს მიიჩნევს. "ესკალაციი შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისთვის უფრო დიდ საფრთხეს რუსეთის მიმართ მოსალოდნელი სანქციები წარმოადგენს, რა დროსაც, საშუალოვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია შემცირდეს რუსეთში ექსპორტი და ფულადი გზავნილების მოცულობა ამავე ქვეყნიდან. იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში $352 მლნ-ის ექსპორტი განხორციელდა, რაც უკრაინის მაჩვენებელს 2.6-ჯერ აღემატება. ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთიდან თვეში $35-40 მლნ–ს აღწევს და 29%-იანი წილით პირველ ადგილს იკავებს", – აცხადებს ექსპერტი.


„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზეიდენტი პაატა შეშელიძე სიტუაციის უფრო მეტად რადიკალიზაციის საფრთხეს ვერ ხედავს. მისი განმარტებით რუსეთმა ქვეყნის შიგნით უკვე ჩაიწერა ქულები, უკრაინას კი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევის თავი არ აქვს, რის გამოც პროცესი განცხადებების არეალს არ გასცდება.


ქერჩის სრუტეში უკრაინული გემებისა და უკრაინელი სამხედროების დატყვევების გამო პრეზიდენტმა პოროშენკომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რაც რადმ უნდა დაუდასტუროს. აღნიშნულ საკითხზე გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომაც ჩაინიშნა.


მსგავს თემაზე:

საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში ID ბარათით შეძლებენ შესვლას


საქართველოში უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „SkyUp“ იწყებს ოპერირებას


უკრაინა საომარ მდგომარეობას აცხადებს



სხვა სიახლეები