• Ƀ/$

ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

27 ნოემბერი 17:51, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გახსნა.

გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, პარლამეტის წევრი გელა სამხარაული და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი.


ახმეტის ინოვაციების ცენტრში პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგების ჩატარება. რეგიონის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით  ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები. 


,,ახმეტის ინოვაციების ცენტრი იქნება კიდევ ერთი დამატებითი საშუალება ახალგაზრდებისთვის, რომ დაეუფლონ თანამედროვე ცოდნას, ისარგებლონ მაღალტექნოლოგიური დანადგარებით და შექმნან კონკრეტული პროტოტიპები.  იმედი გვაქვს, რომ აქაური ახალგაზრდები მაქსიმალურად გამოიყენებენ შესაძლებლობას, რომელსაც მათ საქართველოს მთავრობა სთავაზობს და შექმნიან ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებს“ - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.


ინოვაციების ცენტრები უკვე გაიხსნა ხარაგაულში, ჭოპორტში, ბაღდათსა და რუხში. ცოტა ხნის წინ კი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკი თელავში გახსნა. 2019 წელს ტექნოპარკი ბათუმშიც დაიწყებს ფუნქციონირებას. 


მსგავს თემაზე:

საქართველოში გზები ინოვაციური მეთოდით დაიგება


სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა



სხვა სიახლეები