• Ƀ/$

ელექტრომობილი 20 წელიწადში დომინანტი გახდება

1 დეკემბერი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების გაყიდვების გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ფონზე, მათი წილი მთელს ავტოპარკში ჯერჯერობით 0.5%-ზე ნაკლებია, გაყიდვებში კი 2%-ს შეადგენს.

სხვადასხვა კვლევების მიხედვით გლობალურ გაყიდვებში დომინანტი პოზიციის დაკავებას 20 წლამდე პერიოდი სჭირდება. ბევრ სახელმწიფოში განვითარებული ინფრასტრუქტურისა და რეგულაციების წყალობით პროცესები საგრძნობლად დაჩქარდება.


ელექტრომობილის ფასი იმავე კლასის შიდაწვის ძრავიანი ავტომობილის ფასს 2025 წლამდე გაუთანაბრდება, რაც წესით საკმარისი მიზეზი უნდა ყოფილიყო იმის, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას ელექტრომობილი შეეძეინა. ფასი უმნიშვნელოვანის ფაქტორია გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ არა ერთადერთი.


აკუმულატორის სიმძლავრე თანდათან იზრდება, ერთ დამუხტვაზე 500 კილომეტრის გავლა სავსებით ნორმალურია, თუმცა პრობლემად რჩება დამუხტვის დრო. სწრაფდამტენიც კი, რომლის სისტემატურად გამოყენება არარეკომენდირებულია ელექტრომობილის დამუხტვას ნახევარ საათს ანდომებს, ჩვეულებრივი 6-8 საათს. 5 წუთიანი სუპერსწრაფდამტენები ამ ეტაპზე კვლავ დაპირებად რჩება. სიჩქარის პრობლემა უკვე მოხსნილია, მეტიც ადგილიდან ელექტრომობილი უფრო სწრაფადაც იძვრება.


განვითარებულ სამყაროში, სახელმწიფო პოლიტიკა, რეგულაციები და სუბსიდიები დიდ როლს თამაშობს. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში 2030 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოება და რეალიზაცია იკრძალება, 2040 წლიდან კი გადაადგილება. განსხვავებული სურათია განვითარებად სამყაროში, სადაც ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობს, ზოგან კი უწყვეტი ელექტრომამარაგებაც კი პრობლემაა.


საბოლოოდ 40-იანი წლებში მაინც შიდაწვისძრავიანი ავტომობილები მაინც უმცირესობაში აღმოჩნდება. რესი გადმოსახედიდან დომინანტი პოზიცია ელექტრომობილმა უნდა დაიკავოს, გარკვეული შანსები აქვს წყალბადისძრავიან ავტომობილსაც და იმ ტექნოლოგიასაც რომელსაც ჯერჯერობით არავინ იყენებს.


ავტომობილი 1886 წელს გამოიგონეს და მას ეტლი 5 და 10 წელიწადში არ ჩაუნაცვლებია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პროცესს ნახევარ საუკუნეზე მეტი დასჭირდა და მან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდამდე გასტანა. ელექტრომობილის შემთხვევაში პროცესები დაჩქარებულია.


მსგავს თემაზე:

უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია


ელექტრომობილების გაყიდვები 2018 წელს 1.5 მილიონს გადააჭარბებს


საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება


ელექტრომობილების გავლენა ეკონომიკაზე, ეკოლოგიაზე და ელექტროენერგიის ტარიფზე



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი