• Ƀ/$

4 უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულება 24 საათში $138 მლრდ-ით გაიზარდა

29 ნოემბერი 12:40, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები 28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად მკვეთრად - 3.7-6 პროცენტის ფარგლებში გაიზარდა.

Apple-მა, რომლის კაპიტალიზაციაც 2 თვის განმავლობაში $1 ტრლნ-ს აჭარბებდა, $3.85%-იანი ზრდა აჩვენა. აქციის ღირებულება $181 გაუტოლდა, კაპიტალიზაცია კი - $858 მლრდ-ს, რაც წინა დღის მაჩვენებელს $32 მლრდ-ით აღემატება, რის შედეგადაც პირველობა დაიბრუნა, რომელიც 2 დღით Microsoft-ს დაუთმო.


თავად Microsoft-ის აქციის ფასი 3.71%-ით $111-მდე გაიზარდა, კაპიტალიზაცია კი $30 მლრდ-ით $852 მლრდ-მდე.


3.75%-ით, $1092-მდე გაძვირდა Alphabet-ის (Google) თითო აქციის ღირებულება. მისი კაპიტალიზაცია $29 მლრდ-ით $755 მლრდ-მდე გაიზარდა.


ყველაზე დიდი 6.09%-იანი ზრდა Amazon-მა აჩვენა. მისი 1 აქციის ღირებულება $96-ით $1678-მდე გაიზარდა. ჯამური კაპიტალიზაცია კი $47 მლრდ-ით $802 მლრდ-მდე. წლის დასაწყისთან შედარებით ეს 41%-იანი ზრდაა, თუმცა სექტემბრის პიკთან შედარებით 20%-ითაა შემცირებული. კომპანიას, რომელსაც კაპიტალიზაციით პირველობას უწინასწარმეტყველებდნენ, დღეს მესამე ადგილს იკავებს.


მთლიანობაში 4 უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის ჯამური ღირებულება 24 საათში $138 მლრდ-ით გაიზარდა, რაც ამერიკული ბირჟების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა.


მსგავს თემაზე:

Amazon-მა Alexa-ს სასტუმროებისთვის განკუთვნილი ვერსია წარმოადგინა


Google-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესაძლებლობები იზრდება


APPLE მხოლოდ ბრენდი $182 მლრდ ღირს


Microsoft-ის ახალი 4K+ გარჩევადობის მქონე მონობლოკი $4800 ეღირება



სხვა სიახლეები