• Ƀ/$

პალმ ჯიმეირა - დუბაის კიდევ ერთი საოცრება

1 დეკემბერი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

დუბაი ერთ-ერთია იმ იშვიათი ქალაქებიდან რომელსაც რამდენიმე სავიზიტო ბარათი გააჩნია. „ბურჯ-ხალიფასა“ და აფრის ფორმის მქონე სასტუმრო „ბურჯ ალ არაბის“ გარდა მესამე უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ხელოვნური კუნძულებია. 

პალმის კუნძულები, იგივე პალმ ჯიმეირა სპარსეთის ყურეში 2001-2009 წლებში შენდებოდა, თუმცა არქიპელაგის განვითარება დღემდე გრძელდება. სანაპირო ხაზის სიგრძე 5.4 კილომეტრს შეადგენს და მასზე ძირითადად ლაქშერი კლასის სასტუმროებია განთავსებული.


2007 წელს ჯერ კიდევ მშენებარე კომპლექსი უკვე გახდა ყველაზე დიდი ხელოვნური ნაგებობა რაც კი ადამიანს ოდესმე ზღვაში აუშენებია. ტერიტორიული სიმცირისა და ტურისტულად უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნის სურვილის გარდა, კუნძულების აშენება რელიგიურმა ფაქტორმაც განაპირობა, სიახლემ უცხოელებზე მიწის გაყიდვა შესაძებელი გახადა.


კომპლექსზე განთავსებულ სასტომროებს შორის ყველაზე გრანდიოზულია 1540 ნომრიანი "ატლანტისი."



პალმ ჯიმეირას სიახლოვეს ვითარდება კიდევ ერთი უფრო დიდი 300 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი "მოფლიო კუნძულები," რაზედაც უკვე დაიხარჯა 321 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა. კომპლექსის სიგრძე 9, სიგანე კი 6 კილომეტრია, ხოლო ფრორმით მსოფლიო რუკას წააგავს.


 


მსგავს თემაზე:

საემიროებმა რუსულ პროდუქციას ემბარგო დაუწესეს


დუბაიში მცურავ ბაზარს აშენებენ


დუბაის გამოფენაზე აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ


დუბაიში ყოველ მეოთხე შენობას 3D პრინტერზე დაბეჭდავენ



სხვა სიახლეები