• Ƀ/$

ბერლინი პროექტიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიის გასვლის წინააღმდეგია

3 დეკემბერი 16:20, 2018 წელი | ეკონომიკა

ბერლინი მიზნად ისახავს გაზის მილსადენის დასრულების შემდეგ უკრაინაში გაზის ტრანზიტის შენარჩუნებას. პროექტისგან გერმანიის გაყვანა გამოიწვევს ამ პოლიტიკური მოთხოვნის უარყოფას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მასმა. 

ბერლინი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ფარგლებში უკრაინაზე გამავალი  გაზის მთავარი მილსადენის შესანარჩუნებლად გამოდის. ამ პროექტიდან გამოსვლა „გულისხმობს პოლიტიკური მოთხოვნების უარყოფას“, ხაზი გაუსვა მასმა. ტრანზიტის გადასახადი უკრაინის ბიუჯეტის მეოთხედია, განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთშეთანხმების საკითხებში დირკ ვიზემ


ბერლინის ძირითადი პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან მიმართებით „არ შეიცვალა“, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ სეიბერტმა განაცხადა. მან გაზსადენს "პოლიტიკური მასშტაბის სამეწარმეო პროექტი" უწოდა. ბერლინისთვის მნიშვნელოვანია ცოდნა იმისა,თუ როგორ შეინარჩუნებს უკრაინა სატრანზიტო როლს მომავალში, განაცხადა სეიბერტმა.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი