• Ƀ/$

Fitch: OPEC-დან ყატარის გასვლა ვენის სამიტზე გადაწყვეტილებების მიღებას გაართულებს

3 დეკემბერი 17:19 | ეკონომიკა

OPEC-დან ყატარის გასვლა ვენაში 6 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ კარტელის გადაწყვეტილების მიღებას გაართულებს, თუმცა მხარეები, დიდი ალბათობით, აღნიშნულზე მაინც შეთანხმდებიან.

ამის შესახებ სარეიტინგო კომპანიის Fitch კორპორაციების განყოფილების დირექტორმა დმიტრი მარინჩენკომ განაცხადა.


„შეხვედრაზე კომპრომისის მიღწევა ახლა უფრო გართულდება, თუმცა მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა – ყატარი OPEC-ის მიერ ექსპორტირებული ნედლეულის მხოლოდ 2%–ს აწარმოებს“, – აღნიშნა მან.


Fitch–ის წარმომადგენლის თქმით, საუდის არაბეთი და რუსეთი ყველა ღონეს მიმართავენ „OPEK+“–ის მექანიზმის შესანარჩუნებლად.


მსგავს თემაზე:

ყატარი ოპეკს ტოვებს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი