• Ƀ/$

თბილისის მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება

3 დეკემბერი 17:58, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პოლიტიკის ფარგლებში ცვლილება თბილისის „მეტროპოლიტენსაც“ შეეხება. მიმდინარეობს და დაგეგეგმილია, ჯამში, 22 მეტროსადგურის რეაბილიტაცია.

სექტემბერში „მეტროპოლიტენს“ დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, ხოლო თებერვალში კიდევ ოთხი შემადგენლობა ემატება; 2018-2021 წლებში თბილისის „მეტროპოლიტენს“ ჯამში დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა; მოცდის რეჟიმი შემცირდა; უკვე გაიზარდა მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი.


დედაქალაქს შვიდი ახალი მეტროსადგური დაემატება; დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს; ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; შეირჩევა მეტროს ხაზით რუსთავთან დაკავშირების ოპტიმალური მარშრუტი.


„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს მიმართულებით, ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა იწყება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება დედაქალაქის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით კი, ახალ მარშრუტებზე წვდომა 260 000 მოქალაქეებს გაუჩნდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.


რაც შეეხება ამ მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ სხვა სიახლეებს, კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაუქმდა და პარკირების მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა; ამოქმედდა თბილისის პარკინგის მომსახურების სერვის ცენტრი; გამოიცვალა პარკინგის 9000 ნიშანი; დაიხაზა და კეთილმოეწყო 8 000 კვ.მ პარკირების ადგილი. 


მსგავს თემაზე:

თბილისში რეაბილიტაცია 1.68 მლნ კვადრატულ მეტრ გზის საფარს ჩაუტარდა


თბილისის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს


2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს



სხვა სიახლეები