• Ƀ/$

იაპონური ტელევიზიები 4K-დან 8K გარჩევადობის ფორმატში მაუწყებლობაზე გადადიან

8 დეკემბერი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მაშინ როცა მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები HD ფორმატში მაუწყებლობით კმაყოფილდებიან და FULL HD-ზე ნელი ნაბიჯებით გადადიან იაპონიამ 4K-ც უკან მოიტოვა და 8K-ზე გადავიდა.

8K UHD – ULTRA HIGH DEFINITION ულტრა მაღალი გამოსახულების ხარისხი, წერტილების რაოდენობა კვადრატულ ინჩზე 7680X4320, რაც 4-ჯერ მეტია ვიდრე 4K და 16-ჯერ მეტი ვიდრე FULL HD. ასეთი ტექნოლოგია სიახლეა კორეა-იაპონიისთვისაც კი. მართალია 8K გარჩევადობის ტელევიზორები უკვე რამდენიმე წელია შეზღუდული რაოდენობით იყიდება, მაგრამ მაღალი ფასის და მსგავსი ფორმატის არარსებობის გამო, ის დღემდე იშვიათ პროდუქტს წარმოადგენდა. არათუ ტელევიზია 8K ფოტმატში ფილმებიც კი არ მოიძებნება და რამდენიმე თუნდაც მეტად შთამბეჭდავი ვიდეორგოლის სანახავად დამატებით რამდენიმე ათასი დოლარის გადახდა ბევრს არ სურდა.


იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK დღემდე ერთადერთი იყო, რომელიც სატესტო რეჟიმში 8K ფორმატში მაუწყებლობდა, 10 დეკემბრიდან კი სატელიტის მეშვეობიტ უკვე რამდენიმე ტელევიზია გადავა 4K-დან 8K-ზე. პირველი ფილმი რომელიც ულტრა მაღალი გარჩევადობის ფორმატში გადაეცემა "კოსმოსური ოდისეა 2001" იქნება.


იაპონია 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. 5G ნტერნეტთან ერთად 8K ტელევიზია მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს.


მსგავს თემაზე:

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლებს ძველი მობილურებისგან დაამზადებენ


88 ინჩიანი 8K გარჩევადობის მქონე OLED ტელევიზორი LG-სგან


5G ინტერნეტის ქსელის განვითარებისთვის $225 მლრდ დაიხარჯება


8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა


Pimax-მა 8K გარჩევადობის ვირტუალური რეალობის სათვალე წარადგინა



სხვა სიახლეები