• Ƀ/$

ევროკავშირი-აზერბაიჯანის სავაჭრო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ბაქოში მიმდინარეობს

4 დეკემბერი 11:40 | ეკონომიკა

აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ახალი შეთანხმების საკითხებზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სამშაბათს, 4 დეკემბერს, ბაქოში მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „რეპორტი“ ავრცელებს.


სააგენტოს მონაცემებით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ვაჭრობის საკითხებია.


ბაქოში ევროკავშირის დელეგაციას ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში პეტროს სორმელისი ხელმძღვანელობს.


მანამდე, აზერბაიჯანში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ელჩმა კესტუტის იანკაუსკასმა განაცხადა, რომ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება და მასზე პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი