• Ƀ/$

პირველად საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 მლნ-ს გადააჭარბა

4 დეკემბერი 13:53 | ეკონომიკა

იანვარ-ნოემბერში საქართველოს 8 105 829 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10.6%-ით მეტია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საანალიზო პერიოდში 4 486 595 შეადგინა.


„11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების და ტურისტების მიმართულებით საქართველოში ახალი რეკორდი დაფიქსირდა. საერთაშორისო ვიზიტების რიცხვმა პირველად საქართველოს ისტორიაში გადააჭარბა 8 მილიონს. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან და ზოგადად იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 17.2%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.


ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან 1 341 127 (+23.8%), აზერბაიჯანიდან 1 311 907 (+9.8%), სომხეთიდან 1 162 220 (+0.3%) და თურქეთიდან 1 031 147 (+11.6%) განხორციელდა.


რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს,  საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +82%, რუმინეთი +63%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +58%, გერმანია +50% და სხვ. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა კორეის რესპუბლიკიდან +117%, ჩინეთიდან +80% და  ბელარუსიდან  +43%.


წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში $2,817 მლრდ-ს შეადგენს (ზრდა +19.9%), რაც $468 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს $1,361 მლრდ-ს (ზრდა +28.9%), რაც $305 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


მსგავს თემაზე:

ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის განვითარებისთვის ჩოგბურთს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი