• Ƀ/$

"ვივუსი" სესხების განულების პროგრამაში ჩაერთო

4 დეკემბერი 16:17 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-ზე მეტი ორგანიზაცია ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაცია M2B-ს ფინანსთა სამინისტროდან მიაწოდეს.

მათ შორისაა "ვივუსიც", რომელიც თავდაპირველად მთავრობასთან გარიგებაზე არ წავიდა პროექტში ჩართვაზე უარს ამბობდა.


კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც სესხების პატიების პროექტს მოგვიანებით შეუერთდნენ:


4 Finance (ვივუსი), შპს ,,პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო“, შპს ,,ფინანსური მონიტორინგის ბიურო“, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“, შპს ,,ემას კრედიტი", შპს ,,მისტერ ლოუნ.ჯი", შპს ,,გრანატ ინვესთმენთ“, შპს ,,კრედიტ ესპერტ ჯორჯია", შპს ,,ინფინიტი ჰოლდინგი", შპს ,,მოზო“, შპს ,,ფრენდლი ფაინენს ჯორჯია“, სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი", შპს ,,მინი სესხი“. 


ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 ათას მოქალაქეს ვალი გაუნულდება. 


პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება.


ფინანსთა მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.


„ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს იმის გამო, რომ დაახლოებით, 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან. ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. „შავი სიიდან“ ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ, გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.


ვალების გამოსყიდვას ფინანსურ უზრუნველყოფას ფონდი „ქართუ“ გაუწევს.


მსგავს თემაზე:

პრობლემური სესხების განულება 15 დეკემბრიდან დაიწყება


სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე საკრედიტო ორგანიზაცია ჩაერთო



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი