• Ƀ/$

ჩინეთში ქართული ზეითუნის ზეთი, ვისკი და ჩაი გავა  

5 დეკემბერი 13:07 | კომპანიები

ქათული პროდუქტით ჩინეთის მსხვილი იმპორტიორები ინტერესდებიან. ჩინეთში საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტი მოხდება.

ოფიციალური ხელშეკრულებები ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.


ქართული ნატურალური პროდუქტების ჩინეთის ბზარზე ექსპორტის გადაწყვეტილება ფორუმის პარალელურად მიმდინარე გამოფენის ფარგლებში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მიიღეს. გამოფენაში „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, 15-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. სპეციალურად საქართველოსთვის მოწყობილ პავილიონში ქართული ნატურალური პროდუქტები იყო წარმოდგენილი.


ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ჩინეთში ექსპორტის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულებები აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიასთან გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ძიანგსის პროვინციაში არსებულ ქართული კულტურისა და ღვინის სავანეში შედგა. ხელშეკრულებებს ხელი ქართული მხრიდან კომპანია „Georgian Olive”-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ, კომპანია „Askaneli Brothers”-ის დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ, კომპანია „ნიკორას“ დამფუძნებელმა პარტნიორმა დავით დუმბაძემ, ჩუნური მხრიდან კი ძიანგსის პრვოვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებმა მაწერეს.


„ქართულ ნატურალურ პროდუქტებს ჩინეთის მილიარდნახევიანი ბაზრის კარი ეხსნებათ. საქართველოში წარმოებული პროდუქტების მიმართ ჩინელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მზარდია, შესაბამისად საქართველოს საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


„ჩვენ „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივ პროექტებზე ვმუშაობთ. ფონდი ჩინეთში ქართული ნატურალურ პოროდუქტებსაც უწევს პოპულარიზაციას. ერთად ვზრუნავთ ჩინურ ბაზარზე გამოჩნდეს არა მარტო ქართული ღვინო, არამედ ის ქართული პროდუქტები, რომლის მიმართაც ჩინეთში დიდი ინტერესია. საქართველოს საექსპორტო პოტენციალი დიდია და საქართველო-ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამაში ხელს გვიწყობს“,-განაცხადა „ქართული კულტურისა და ღვინის სავანეს“ დამფუძნებელმა და „აბრეშუმის გზის“ საინვესტიციო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ლიუ ძი მინიმ.


ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას ძიანგსის პროვინციაში გამართულ ბიზნეს ფორუმში მონაწილე საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ქართულ დელეგაციას „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი