• Ƀ/$

წლის ბოლომდე თბილისში 12 000 ხე დაირგვება

5 დეკემბერი 14:44 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აღმაშენებლის გამზირზე კატალპებს მინდვრის ნეკერჩხლით ანაცვლებს. წლის ბოლომდე ტერიტორიაზე 180 ძირი 6-მეტრიანი ხე დაირგვება.

აღნიშნული ჩანაცვლების შესახებ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ აცნობა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას, რომ არასწორად შერჩეული სახეობის ხეები, რომლებიც აღმაშენებლის გამზირზე 2011 წელს დაირგო და მოგვიანებით დაზიანდა, ახალი ნერგებით ჩანაცვლებულიყო. 


დაზიანებულ ხეებს სანერგე მეურნეობაში გადაიტანენ, სადაც ისინი გაისხვლება და შეიწამლება.


თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე თბილისში 12 000 მერქნიანი მცენარე დაირგვება.


მსგავს თემაზე:

თბილისის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს


2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს


თბილისის მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი