• Ƀ/$

ანტიირანული სანქციების შესაძლო გავლენა ნავთობის ფასზე

5 დეკემბერი 15:41 | ეკონომიკა

აშშ-ის მიერ ირანისთვის ნოემბერში დაწესებული სანქციები ნავთობის ფასს 16 აშშ დოლარამდე ფარგლებში გაზრდის.

ასეთი პროგნოზი კეთდება შესაძლო საბაზრო სცენარების ანალიზში, რომელიც გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტმა (DIW) მოამზადა. ანგარიში ოთხშაბათს, 5 დეკემბერს გამოქვეყნდა.


„თუ ირანი მთლიანად შეწყვეტს ნავთობის ექსპორტს, ფასები მიმდინარე ათწლეულის დასაწყისის ნიშნულამდე ავარდება“, – განაცხადა DIW-ს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის განყოფილების უფროსმა კლაუდია კემფერტმა.


არაერთგვაროვანი გავლენები ბაზარზე


კემფერტს ისიც წამოსცდა, რომ „ვითარებაზე გაურკვევლობის ბევრი სხვადასხვა ფაქტორიც იქონიებს გავლენას, რომლებიც გეოპოლიტიკას და ბაზრების განვითარებას ეხება“. „პრინციპში, ირანულ ნავთობზე ემბარგოს საფასო ეფექტები შეზღუდულია“, – თქვა მან.


სავარაუდო სცენარები


სპეციალისტებმა რამდენიმე სცენარი განიხილეს: ა) რომლის შემთხვევაშიც თეირანი „შავი ოქროს“ მთლიანი საწარმოო სიმძლავრის 20%-ის ექსპორტს განახორციელებს. ეს მოდელი შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ ნედლეულის მსოფლიო ბაზრის რომელიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე აშშ-ის სენქციების იგნორირებას მოახდენს. ბ) მეორე სცენარის შემთხვევაში აკრძალვა მიწოდების სრულ მოცულობაზე გავრცელდება. გ) მესამე ვარიანტში ისლამური რესპუბლიკა ზარალს ფიქალის ნავთობის მოპოვებით აანაზღაურებს.


ყველაზე მაღალი ეფექტი მოვლენების მეორე სცენარის შესაბამისად განვითარების შემთხვევაშია მოსალოდნელი. ასეთ შემთხვევაში ნავთობის ფასი $16-ით (23%) გაიზრდება და ბარელზე თითქმის $90-ს მიაღწევს.


ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) 1-ლი იანვრიდან დატოვების შესახებ განცხადება ყატარის ხელისუფლებამ დეკემბრის დასაწყისში გააკეთა. ყატარის ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ნავთობის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.


მსგავს თემაზე:

დიდი დარტყმა ირანის ეკონომიკაზე


ნავთობი კვირას მინუსში იწყებს, ფოკუსში ირანის ფაქტორი რჩება



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი