• Ƀ/$

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ზრდა პრიორიტეტად დაასახელა

5 დეკემბერი 18:21 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე არსებული საგადასახადო სისტემა მიმოიხილეს. 

თორნიკე რიჟვაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიესალმა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნესის როლზე და მთავრობის ხედვაზე ისაუბრა. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბიზნესისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ინტერესების მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, რეგიონულ დონეზე შესაბამისი სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების არსებობა უზრუნველყოფილია. რამდენიმე თვეა საქართველოს ბიზნესომბუდსმენს თავისი წარმომადგენელი ჰყავს აჭარაში, ასევე, ადგილზეა შესაძლებელი პროგრამაში „აწარმოა საქართველოში“ ჩართვა, რომლის ფარგლებში არაერთი პროექტი დაფინანსდება.


„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიზნესმენებს და საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია არსებულ მექანიზმებზე, სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამებზე და იყოს მეტი მიმართვიანობა, მეტი აქტიურობა. ასევე, ბიზნესს და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა უნდა იყოს გამჭვირვალე და რეგულარული, ვინაიდან თქვენგან წამოსული ინიციატივებს ვანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


მსგავს თემაზე:

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურა განახლდა


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კურორტ გომარდულის განვითარების პირობას დებს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი