• Ƀ/$

პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში ვაშაძე თბილისიდან ჩაერთვება

5 დეკემბერი 20:28 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ტელეკომპანია "მაესტროს" ექსკლუზიური ინფორმაციით, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეიდენტის პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბში იმუშავებს.

ამის შესახებ ინფორმაცია "მაესტროს" ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, სადაც აღნიშგნეს, რომ გიორგი ვაშაძეს საარჩევნო შტაბში სამუშაოდ უკრაინაში გადასვლაც შესთავაზეს.


თუმცა, "მაესტროს" ინფორმაციით, ვაშაძემ გადაწყვიტა უკრაინაში არ გადავიდეს და საქართველოდან შეუერთდეს პეტრო პოროშენკოს შტაბს.


გიორგი ვაშაძე აქამდეც იკავებდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს.


 


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი