• Ƀ/$

OPEC-ის გადაწყვეტილების მოლოდინში ნავთობი იაფდება

6 დეკემბერი 11:04 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი ხუთშაბათის ვაჭრობებზე მინუსში მიდის. ინვესტორები OPEC+ ფორმატის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების კომენტარებზე რეაგირებენ, რომლებიც ნავთობმოპოვების შემცირების პერსპექტივას ეხება.

Brent-ის მარკის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე6 დეკემბრის დილისთვის 0,8%-ით შემცირდა და ბარელზე $61,07–ს შეადგენს.


მანამდე, 5 დეკემბერს ცნობილი გახდა OPEC+-ის წევრი ქვეყნების მინისტრთა სამონიტორინგო კომიტეტის წინადადება, ნავთობმოპოვების მოცულობის შეზღუდვის შეთანხმების კიდევ 6 თვით, 2019 წლის ივნისის ბოლომდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.


ამასობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კარტელის წევრ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უარი თქვან მოპოვების შემცირებაზე, ვინაიდან „მსოფლიოს არ სჭირდება ნავთობზე მაღალი ფასები“.


ამასთანავე, აშშ-ის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის ნავთობმარაგები გასულ კვირაში 5,36 მლნ ბარელით გაიზარდა.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი