სოფლის მეურნეობა
ყველი
"ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან" ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.‘’მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია", - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა "ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის ‘'ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713947946

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.


სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ „სითი მოლი გლდანის“ რეკონსტურქციისა და გაფართოების პროექტს ახორციელებს.პროექტის ჯამური ღირებულება 42 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 31.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სრულიად მოხმარდება კაპიტალურ დანახარჯებს.აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სითი მოლი გლდანის“ ტერიტორიაზე 90 000 კვ.მ ფართის მშენებლობა იგეგმება, სადაც 26 000 კვ.მ-ზე სავაჭრო სივრცე მოეწყობა. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია 33 350კვ.მ-ზე ორი საცხოვრებელი თაუერის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელი სივრცე 23 000კვ.მ-ს შეადგენს.„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ თბილისში  ორ სავაჭრო ცენტრს - „სითი მოლი საბურთალო“ და „სითი მოლი გლდანი“ ფლობს.  ის  100-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტანსაცმლის, აქსესუარების, საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ტექნიკის ბრენდს, კინოთეატრს, სპორტულ კომპლექსს, კვების ზონას და სხვა გასართობსა თუ მოსასვენებელ ზონებს აერთიანებს.პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის 2026 წლისთვის დასრულდება.„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს პორტფელში FMCG სექტორს მნიშვნელოვანი წილი უკავია. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ 2006 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ ინიცირებული ყველა პროექტი ერთობლივად განვახორციელეთ, მათ შორის „სითი მოლი საბურთალოსა“ და „სითი მოლი გლდანის“ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. გვეამაყება, რომ წლიდან - წლამდე კომპანია ვითარდება, ძლიერდება და ახალ მასშტაბებს იძენს. ამჯერად, აღნიშნული პროექტი სითი მოლი გლდანის გაფართოებას ითვალისწინებს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს ახალი, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდები შემოიყვანოს და მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზოს“, - განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

ბიზნესი 1713949466

უკრაინა-საქართველო
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა სამ წლამდე შეეძლებათ

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა სამ წლამდე შეეძლებათ. მთავრობის №147 დადგენილების მიხედვით, „უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება“.საუბარია უკრაინის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შემოვიდნენ და საქართველოში ცხოვრობდნენ.უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს 2024 წლის 24 თებერვლამდე ორწლიანი ვადის გახანგრძლივება, დამატებითი ჯარიმების გარეშე კიდევ ერთი წელი შეძლებენ ქვეყანაში დარჩენას.მთავრობის დადგენილებაში ასევე წერია, რომ „დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“.რეალურად აღნიშნული დადგენილებით ირაკლი კობახიძის მთავრობამ უკრაინის კონკრეტულ მოქალაქეებს ქვეყანაში ყოფნა გაუხანგრძლივა.დღემდე არსებული რეგულაციით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 2 წლის განმავლობაში შეეძლოთ, ცვლილება მთავრობამ 2023 წლის თებერვალში დაამტკიცა. თუმცა მანამდე არსებული რეგულაციით, უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენა მხოლოდ 1 წელს შეეძლოთ.

საზოგადოება 1713948136

კონსტრუქტორი
"სნეპ ფიტნესი" - ბაზარზე კვალიფიციური ფიტნეს ინსტრუქტორების დეფიციტია

ჩვენი კონკურენტი ფიტნეს დარბაზები გვირეკავენ და გვეკითხებიან რეკომენდაციას ხომ ვერ გავუწევდით ვინმეს -  აქედან გამომდინარე, შემიძლია გავაკეთო დასკვნა, რომ ბაზარზე არის მოთხოვნა და არის კვალიფიციური ფიტნეს ინსტრუქტორების დეფიციტი, - ამის შესახებ "სნეპ ფიტნესის" ქსელის დირექტორმა, სოფო სოლოღაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.მისივე ინფორმაციით, თავად "სნეპ ფიტნესისთვის" დეფიციტის პრობლემა არ დგას, რადგან თავად აქვთ სერტიფიცირებულ ფიტნეს ინსტრუქტორთა ბაზა."სნეპ აკადემიის" მე-12-ე გამოშვებაა უკვე. ეს არის ფიტნეს ინსტრუქტორის 3 თვიანი კურსი. მოთხოვნა წინა პერიოდთან შედარებით მზარდია. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ "სნეპ აკადემიის" სერტიფიკატები. შემდეგ გადიან 2-კვირიან პრაქტიკულ მეცადინეობას მთავარი ტრენერების მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდებათ გამოცდა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები დასაქმდებიან ჩვენთან, ან რეკომენდაციას ვუწევთ სხვა ფიტნეს დარბაზებში. აკადემია დავაფუძნეთ იმის გამო, რომ ბაზარზე კვალიფიციური ფიტნეს ინსტრუქტორების დეფიციტი იყო. ბევრი იყო თვითნასწავლი, ან ყოფილი სპორტსმენი, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა იმუშაოს დარბაზში და შეძლოს პროგრამის სრულყოფილად დაწერა. ამიტომ აუცილებელია გაიარონ საბაზისო კურსი", - აცხადებს სოფო სოლოღაშვილი.ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს და მიმდინარე წელს კიდევ 2 ფილიალის დამატებას გეგმავს.

ბიზნესი 1713948051

ყველი
"ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან" ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.‘’მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია", - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა "ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის ‘'ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

სოფლის მეურნეობა 1713947946

მარწყვი
მარწყვისა და ხენდროს იმპორტი შემცირდა, ღირებულებაში კი 407%-იანი ზრდაა

ქვეყანაში ახალი მარწყვისა და ხენდროს იმპორტი 1,5%-ითაა შემცირებული, თუმცა იმპორტის ღირებულება გაზრდილია.2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 982.11 ტონა მარწყვისა და ხენდროს იმპორტი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ კვარტალში 997.11 ტონა მარწყვი შემოვიდა.2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებით ქვეყანაში შემოსული მარწყვისა და ხენდროს საერთო ღირებულება 269.23 ათასი დოლარია, ხოლო 2024 წლის იანვარ-მარტში იმპორტირებული მარწყვისა და ხენდროს საერთო ღირებულება კი 1,363.93 ათასი დოლარი. შესაბამისად ღირებულებით ნაწილში 407%-იანი ზრდაა.2024 წლის პირველ კვარტალში მარწყვი და ხენდრო სულ 2 ქვეყნიდან შემოვიდა: თურქეთი და ეგვიპტე, თუმცა ლიდერი თურქეთია.🔵 თურქეთი - 980.62 ტონა - 1,360.95 ათასი დოლარი;🔵 ეგვიპტე - 1.49 ტონა - 2.98 ათასი დოლარი.ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში მარწყვისა და ხენდროს იმპორტი მზარდ ტრენდზეა.2023 წელს ქვეყანამ 3,690.07 ტონა მარწყვი და ხენდრო იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 42%-იან ზრდას აჩვენებს. 

ეკონომიკა 1713947907

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სოფელ ჩხორიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ფერმერ გიორგი გაბუნიას თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებიც თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იღებენ სახელმწიფოსგან მიზნობრივ დახმარებას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა მიმდინარე წელსაც მაქსიმალური იქნება; ფერმერებს 50-მდე აგრონომი თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით გაუწევს საჭირო კონსულტაციებს, პროცესში ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციაც.„დღეს ფერმერმა ის რეალობა უნდა გაითვალისწინოს, რაც კლიმატის ცვლილებით შეიქმნა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაღების სწორად მოვლა. ცალკე გამოწვევაა აზიური ფაროსანა. ამ მიმართულებითაც საქართველოს მთავრობა წელსაც მაქსიმალურს გააკეთებს. ინდუსტრიულ ბაღში 2,5-3 ტონაა მოსავლიანობა; მცირე ფერმერებსაც შეუძლიათ, გააორმაგონ მოსავალი, რაც გაცილებით მეტ შემოსავალს მისცემს თითოეულ ოჯახს და საბოლოო ჯამში ქვეყანას. მცირე მეწარმეების მიერ მოსავლიანობის გაზრდის შემთხვევაში, თხილის ექსპორტიორებში მესამე ადგილს დავიკავებთ. სწორი მოვლით ამის მიღწევა შეგვიძლია, სახელმწიფო პროგრამაც სწორად ამას უწყობს ხელს. მთავარია, რომ ყველამ ერთად, უკეთესი შედეგის მისაღწევად, ძალები გავაერთიანოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ არსებული პროგრამებით ბაღების მოვლის ხარჯები 60-70 პროცენტით შეუმცირდათ. ფერმერებმა ასევე ისაუბრეს თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით სამინისტროს მხრიდან ცოდნის ამაღლებისთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც.„თანამიმდევრული და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები საშუალებას აძლევს ჩვენს ფერმერებს, რომ ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარს მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქცია შესთავაზონ, რაშიც სამინისტრო მაქსიმალურად არის ჩართული. გარდა იმ მხარდაჭერისა, რაც მოიცავს ბრძოლას მავნებლებთან და სუბსიდირებას, ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამები, რაც აუცილებელია ბაღის სწორად მოვლისათვის“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება.პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. დარიცხულია 15 მლნ ლარზე მეტის ეკვივალენტი აგროქულა.

საზოგადოება 1713942382