• Ƀ/$

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება

6 დეკემბერი 12:18 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ევროპის ყველაზე მდიდარი სახელმწიფო - ლუქსემბურგი ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობის საფასურს ანულებს. გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლიდან შევა.

ტარიფების განულება სოციალურ ფაქტორებს არ უკავშირდება. შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე ლუქსემბურგში $104 000-ს აღწევს, მსოფლიოში მასზე მდიდარი მხოლოდ ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული - მაკაო და ყატარია. გადაწყვეტილების მიზეზი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ქვეყანაში, სადაც ყოველ 1000 კაცზე 670 ავტომობილი მოდის, საწვავის ხარისხის კონტროლი საკმარისი აღარ აღმოჩნდა. ანალოგიური მიზეზით მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ესტონეთმა, საპილოტე პროექტი ამოქმედდა გერმანიის 5 ქალაქშიც. მანამ ტარიფი ყველა გაუნულდებოდა, საწყის ეტაპზე პრივილეგია 20 წლამდე მოქალაქეებს მიენიჭათ. 


გადაწყვეტილებას მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. რისი ერთ-ერთი მიზეზიც მომსახურების ხარისხის შესაძლო გაუარესება დასახელდა. უფასო ტრანსპორტით, განსაკუთრებით კი მატარებლით შესაძლოა, უსახლკაროებმა ისარგებლონ.


ლუქსემბურგის მოსახლეობა 600 ათასს არ აღემატება, მაგრამ მის საზღვრებს ყოველდღიურად 200 ათასი ადამიანი კვეთს საფრანგეთიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან.


მსგავს თემაზე:

ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდა


2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს


თბილისის მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი