• Ƀ/$

კუბელებს 3G მობილურ ინტერნეტს ჩაურთავენ

6 დეკემბერი 14:08 | მედია ბიზნესისთვის - M2B

კუბის მოსახლეობას კვირის ბოლოს 3G მობილურ ინტერნეტზე ექნება წვდომა.

Telecom-ის პროვაიდერმა Etecsa-მ განაცხადა, რომ მოქალაქეებს სერვისით სარგებლობა უკვე ხუთშაბათიდან შეეძლებათ.


აქამდე, ადგილობრივები უმეტესად Wi-Fi-თა და ინტერნეტკაფეებით სარგებლობდნენ.


გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულის მოსახლეობის უმეტესობა მაინც ვერ შეძლებს ახალი სერვისის შეძენას.


Etecsa-ს პაკეტების ფასი თვეში 600 მბ-დან 7CUC ($ 7; £ 5.50) 4 გბ-მდე 30 CUC დიაპაზონში მერყეობს.


მომხმარებლები  „.cu“-თი დაბოლოებული საიტების გამოყენებისას 300MB-ს ბონუსის სახით მიიღებენ.


მაგრამ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ კუნძულის 11.2 მილიონი მოსახლეობისთვის საშუალო სახელმწიფო ხელფასი თვეში $30-ის ეკვივალენტია.


კუბის მოსახლეობის თითქმის ნახევარს აქვს მობილური ტელეფონი, თუმცა ყველა მათგანს არ აქვს სერვისის შესაფერისი რადიოსიხშირე.


კუბელთა ნაწილს წვდომა ექნება უცხოურ საინფორმაციო საიტებზე - მათ შორის BBC-სა და ესპანეთის El Pais-ზე. ასევე, სოციალურ ქსელებზე Facebook და Twitter.


მოქალაქეებს, ასევე, შეეძლებათ, გამოიყენონ ვიდეოზარების სერვისი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ, ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებს.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი