• Ƀ/$

ბიუჯეტში ცვლილებები შედის

6 დეკემბერი 14:32 | ეკონომიკა

მთავრობამ საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა.

დოკუმენტში 4.5-დან 5%-მდე იზრდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამ ფონზე, 240 მლნ ლარი ემატება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმას. 


ცვლილებების თანახმად, ცალკეული უწყებების ხარჯების კორექტირებაც ხდება. მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 269 მილიონი ლარით მცირდება, რაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების გადავადებას უკავშირდება.


შემოსავლების გადაჭარბებიდან გამომდინარე, ასევე, საკრედიტო რესურსების ნაწილის მომდევნო წლებში გადატანის გათვალისწინებით, 2.8-დან 2.3%-მდე მცირდება 2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტი.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი