• Ƀ/$

რუსეთს შიდა საზღვრებზე პრობლემები აქვს

6 დეკემბერი 14:59 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შესახებ შეთანხმება იურიდიულად ცნო.

შეთანხმების კანონიერების შემოწმება ინგუშეთის მთავრობამ ითხოვა. შეთანხმების დადებას ინგუშეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.


დავის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოზე


დავის განხილვა წინა კვირაში მიმდინარეობდა სასამართლოში, სადაც მოწვეული იყვნენ ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუსბეკ ევკურობი და ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, ასევე  სხდომაზე მიიწვიეს ინგუშეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატები. სასამართლოში პრეზიდენტების ნაცვლად მათი ადვოკატები მოვიდნენ. ორივე რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასაზღვრო შეთანხმება სამართლიანი იყო.


ინგუშეთის ნაციონალური ასამბლეის დეპუტატთა ჯგუფის წარმომადგენელმა ანდრეი საბინინმა, რომელმაც ხმა არ მისცა საზღვრის კანონს, განაცხადა, რომ კანონი პროცედურების დარღვევებით მიიღეს. ინგუში ხალხის მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარემ აჰმეტ პოგოროვმა თქვა, რომ შეთანხმება ანტიკონსტიტუციურია და დაარღვია ინგუშეთის ტერიტორიული მთლიანობა.


რუსეთის წარმომადგენელმა საკონსტუტიციო სასამართლოზე მიხეილ კროტოვმა თქვა, რომ ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის დადებული შეთანხმება არ შეიცავს დებულებებს, რომლებიც შეიძლება კონსტიტუციის საწინააღმდეგო იყოს.


შეთანხმება საზღვრის შესახებ


ჩეჩნეთ-ინგუშეთის  საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკის დაშლის შემდეგ ახალ რესპუბლიკებში სადავო ტერიტორიები გაჩნდა, რომლებიც ნაწილობრივ ინგუშეთის რაიონებში სუჟენსკისა და მალგობელკსკში მდებარეობდა.


კონფლიქტი სოფელ არშთის მდებარეობამ გამოიწვია. 2013 წელს გრიოზნომ განაცხადა, რომ ეს სოფელი, რომელიც სუჟენსკის რაიონში მდებარეობას, ჩეჩნეთს ეკუთვნის და ამიტომ ამ იქ ჩეჩენი სამართალდამცავები შევიდნენ.


26 სექტემბერს ევრუკოვმა და კადიროვმა რეგიონებს შორის საზღვრის გამაგრების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინგუშეთმა ჩეჩნეთს სუჟენსკის რაიონი გადასცა, რამაც მოსახლეობის მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ისინი თვლიდნენ, რომ ეს ტერიტორია ტრადიციულად ინგუშეთს ეკუთვნის.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი