• Ƀ/$

ნავთობმა 4% დაკარგა

6 დეკემბერი 15:15 | ეკონომიკა

OPEC-ის სხდომის მოლოდინში 5 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათისთვის ნავთობის ფასი მკვეთრად - 4.32%-ით დაეცა.

Brent-ის ტიპის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსული ფასი - $58.90-მდე, ხოლო ამერიკული მსუბუქი ნავთობის იანვრის ფიუჩერსის ღირებულება $50.58-მდე შემცირდა.


OPEC-ის წევრ სახელმწიფოებს მოპოვების შემცირება აწყობთ, რამაც ფასების ზრდა უნდა გამოიწვიოს, თუმცა მოლოდინები განსხვავებულია და სავარაუდოდ, კარტელის გარიგება არ შედგება, რის მთავარ მიზეზადაც ტრამპის ზეწოლა სახელდება. აშშ-ის პრეზიდენტმა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია ფასების ხელოვნურ ზრდაში არაერთხელ დაადანაშაულა. ჟურნალისტ ჯემალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ კი ვაშინგტონს ხელში საუდის არაბეთზე ზეწოლის ბერკეტი გაუჩნდა - წარმოების ზრდა სანქციების არდადების სანაცვლოდ. ხაშოგის სკანდალს ყატარის გადაწყვეტილებაც ემატება, რომელიც იანვრიდან ოპეკს ტოვებს, რაც მას მთელი რიგი ვალდებულებებისგან გაათავისუფლებს.



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი