• Ƀ/$

ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიასთან ათწლიანი ე.წ. მეგობრობის ხელშეკრულება გააფორმა

6 დეკემბერი 16:01 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ „აფსნი პრესი“ წერს.  

დოკუმენტის კანონპროექტი დე ფაქტო პარლამენტის წევრებს ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა დიმიტრი შამბამ წარუდგინა. მისი თქმით, შეთანხმება ორმხრივ კონსულტაციებს ითვალისწინებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორისაა მეცნიერება, ეკონომიკა, ვაჭრობა და კულტურა.


„აფხაზეთი ვალდებულებას იღებს, რომ არ გახდეს იმ სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი, რომლის საქმიანობა მიმართულია სირიის წინააღმდეგ“, - განაცხადა დმიტრი შამბამ.


შეთანხმება ძალაში 10 წლის განმავლობაში იქნება, ავტომატურ გახანგრძლივებას კი ხუთი წლის ვადით ითვალისწინებს.


სირიის პარლამენტმა აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება 11 ოქტომბერს მოახდინა. სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.


მსგავს თემაზე:

"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა" - ვინ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი


საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვიტა


საქართველომ სირიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი