• Ƀ/$

ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა

6 დეკემბერი 17:39 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს პრიორიტეტული მიმართულებები გამოყო.

პრიორიტეტებს შორის დასახელდა: სამხედრო განათლება, სამხედრო სწავლებები და წვრთნები, საერთაშორისო მისიები, შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული მიმართულებების განვითარება, ინსტიტუციური განვითარება, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარება, სოციალური მხარდაჭერა და ჯანმრთელობის დაცვა.


ლევან იზორიამ მოხსენებაში დეტალურად მიმოიხილა თავდაცვის პოლიტიკის მიზნები და პრინციპები. მან ასევე ისაუბრა ტოტალური თავდაცვის სისტემისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერების მეშვეობით თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობებზე.


ლევან იზორიას განცხადებით, 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის რაციონალური გადანაწილებაა. „წელს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და მიღწევები. ეს პირველ რიგში ნატოს სტანდარტების რეალიზებას უკავშირდება. წელს, პირველად მივმართეთ შეიარაღებაზე თავდაცვის ბიუჯეტის 20%, რის საფუძველზეც ვყიდულობთ ისეთ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები“.


თავის გამოსვლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე, სამხედრო სწავლებებზე და წვრთნებზე. მოხსენების დროს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია და მსოფლიო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას გააგრძელებს.


თავდაცვის მინისტრის ანგარიში ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება, ავიაცია და საჰაერო თავდაცვა, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფა, სამხედრო პოლიცია ეროვნული გვარდია, კიბერუსაფრთხოება და ადამიანური რესურსების მართვა. 


მსგავს თემაზე:

საქართველო სტინგერებსაც შეიძენს


შავ ზღვაზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას გააღრმავებს


აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი