• Ƀ/$

ქართველი სამხედროები ავღანეთში 2020 წლამდე დარჩებიან

6 დეკემბერი 18:44 | მედია ბიზნესისთვის - M2B

წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო მისიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში ყოფნის ვადა 2020 წლამდე გაგრძელდება.

„ჩვენ ამაყი ქვეყანა ვართ იმით, რომ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ჩვენს პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ“ - ამის შესახებ ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სამინისტროს საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს ეხება. თავდაცვის მინისტრის თქმით, 7 დეკემბერს საფრანგეთში ხელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთში 2020 წლამდე კონტრიბუციის გაგრძელებას მოეწერება.


„რაც შეეხება საერთაშორისო მისიებს, ჩვენ ამაყი ქვეყანა ვართ იმით, რომ მსოფლიოში ჩვენს პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, წესებზე დაფუძნებულ მსოფლიოს განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ და ჩვენ ერთგული ვრჩებით ამ პასუხისმგებლობის მომავალშიც. წელს ჩვენ ავღანეთში მონაწილეობას 870 სამხედრო მოსამსახურით ვაგრძელებთ. ხვალ, როდესაც ჩვენ საფრანგეთში ვიქნებით ხელი მოეწერება ჩვენი იქ 2020 წლამდე კონტრიბუციის გაგრძელებას. ასევე ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის ფარგლებში ერთი ოცეულით ვართ წარმოდგენილი. მალიში ვართ ერთი ოფიცრის სახით და ბოლოს, ჩვენ ასევე ავღნიშნეთ ნატოს რეაგირების ძალებში ჩვენი ასეულების მონაწილეობა. წელს 2-3 კვირის წინ გვქონდა შესაძლებლობა ჩარლი ასეულის ალფა ასეულით ჩაანაცვლება ერთად გვეზეიმა. ორწლიანი მომზადების შემდეგ, მათ ნატოს სერტიფიქატები მიიღეს და მომავალი წლის იანვრიდან მზად არიან შეუდგნენ საბრძოლო მორიგეობას. საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის ფარგლებში, ყოველთვის იყვნენ მზად თავიანი მისიის შესრულებისთვის“ - განაცხადა თავდაცვის მინსიტრმა ლევან იზორიამ.


მსგავს თემაზე:

შავ ზღვაზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას გააღრმავებს


აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის


ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი