• Ƀ/$

კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია 87%-ით შემცირდა

7 დეკემბერი 11:23, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

ციფრული ვალუტების ვარდნა გრძელდება. ჯამური კაპიტალიზაცია ბოლო 11 თვეში 87%-ით $830-დან $107 მლრდ-მდე შემცირდა. 

ბიტკოინის ფასი ბოლო 24 საათში 11%-ით $3400-მდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2017 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ. მისმა კაპიტალიზაციამ კი $59 მლრდ-მდე დაიკლო.


რიპლის ფასი, ბიტკოინის მსგავსად, 11%-ით შემცირდა და ის ახლა 30 ცენტი ღირს. ეთერიუმის ღირებულება 16%-ით $86-მდე დაეცა. $100-ზე ნაკლები ეთერიუმი ბოლოს გასული წლის მაისში ღირდა. $25-მდე შემცირდა და 19-თვიან მინიმუმს დაუბრუნდა ლაითკოინიც.


მილიარდიან კაპიტალიზაციას ამჟამად 9 ციფრული ვალუტა აღემატება.


სხვა სიახლეები